გალაქტიონ ვაშაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
 
ხაზი 1:
{{მმ*|ვაშაძე}}
{{ინფოდაფა პიროვნება
|სახელი = =გალაქტიონ ვაშაძე
|მშობსახელი =
|ფოტო =
|ფოტოს სიგანე = 250პქ
|წარწერა = =გალაქტიონ ვაშაძის პორტრეტი
|დაბსახელი = გალაქტიონ საჩინოს ძე ვაშაძე
|მოღვაწეობა = რევოლუციონერი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე
|დაბ თარიღი = [[1880]]
|დაბ ადგილი = [[ჭიათურა]]
|მოქალაქეობა = =საქართველო
| გარდ თარიღი = [[1938]]
| გარდ ადგილი = [[შორაპნის მაზრა]]
|მამა =
|დედა =
|მეუღლე =
|შვილები =
|ჯილდოები =
|საიტი =
|სხვადასხვა =
}}
'''გალაქტიონ ვაშაძე''' (დ. [[1880]], [[ჭიათურა]] — გ. [[1938]]) — [[ქართველები|ქართველი]] რევოლუციონერი, საქართველოს სსრ-ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე 1921-1923 წლებში.
 
==ბიოგრაფია==
დაიბადა [[1880]] წელს [[შორაპნის მაზრა|შორაპნის მაზრის]] დაბა [[ჭიათურა]]ში, ღარიბი გლეხის ოჯახში. სწავლობდა [[ქუთაისის სასულიერო სემინარია]]ში. 1902 წელს მონაწილეობდა სემინარიის სტუდენტთა მაქრსისტული წრის მიერ ორგანიზებულ გაფიცვაში, რისთვისაც სემინარიიდან გარიცხეს და გადაასახლეს ჭიათურაში პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ. 1903 წელს ხელმძღვანელობდა ჭიათურის მუშათა გაფიცვას. 1905 წლის დეკემბერში იყო შორაპნის მაზრაში შეიარაღებული აჯანყების ხელმძღვანელი. [[1906]] წელს სასწავლებლად შევიდა პეტერბურგის კომერციულ კურსებზე. ეწეოდა რევოლუციურ მოღვაწეობას. 1908 წელს დააპატიმრეს და ქუთაისის ციხეში გაგზავნეს. 1910 წლის ივნისში გაათავისუფლეს, ჭიათურაში დაბრუნდა და განაგრძობდა არალეგალურ მუშაობას. 1913 წლის ზაფხულში ჭიათურის მუშათა გაფიცვის დროს იყო საგაფიცვო ბიუროს წევრი. 1914 წელს ჭიათურაში [[პირველიმშრომელთა მაისისაერთაშორისო დღე|საპირველმაისო]] დემონსტრაციის მოწყობისათვის კვლავ დააპატიმრეს და 5 წლით [[ენისეის გუბერნია]]ში გადაასახლეს. 1917 წლის მარტში ჭიათურაში დაბრუნდა, სადაც აირჩიეს ბოლშვიკური კომიტეტის წევრად, შემდეგ თავმჯდომარედ. 1920 წლის ოქტომბრიდან 1921 წლის 25 თებერვლამდე მუშაობდა [[აზერბაიჯანის სსრ]]-ის საგარეო ვაჭრობის კომისარიატის წარმომადგენლად თბილისში. [[საქართველოს სსრ]]ში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე. [[1921]]-[[1923]] წლებში იყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. 1938 წელს დააპატიმრეს და დახვრიტეს. ბრალად ედებოდა კონტრრევოლუციური ტროცკისტული ორგანიზაციის წევრობა.
 
==ლიტერატურა==