სიქიშხანის ციხე-კოშკი: განსხვავება გადახედვებს შორის

არქიტექტურული ძეგლი დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ საფარლოში.
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''სიქიშხის ციხე-კოშკი''' — არქიტექტურული ძეგლი დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ საფარლოში. ციხე-კოშკი მდებარეობს მდინარე ფინეზაურისა და მის მარჯვენა შენაკად მცირ...
(განსხვავება არ არის)

13:10, 28 ივლისი 2021-ის ვერსია

სიქიშხის ციხე-კოშკი — არქიტექტურული ძეგლი დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ საფარლოში.

ციხე-კოშკი მდებარეობს მდინარე ფინეზაურისა და მის მარჯვენა შენაკად მცირე ხევის შესაყარში. ნაგებია მოზრდილი ქვის თითქმის თარაზული წყობით კირ-დუღაბზე. კოშკს ერთი მხარე მომრგვალებული აქვს. სამსართულიანი ყოფილა. ბრტყელი კედელი მონგრეულია. ციხე-კოშკი გზის მაკონტროლებელი უნდა ყოფილიყო. ხევის გადაღმა ნასოფლარია თავისი სასაფლაოთი, რომლის ეკლესია აღარაა შემორჩენილი. აღნიშნული ნასოფლარი უნდა იყოს ვახუშტის მიერ რუკაზე დატანილი სიქიშხანი.

რესურსები ინტერნეტში

  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 38166