რეჯებ ჟორდანია: განსხვავება გადახედვებს შორის

ამერიკის შეერთებული შტატებში მოღვაწე ქართველი მწერალი
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''რეჯებ ჟორდანია''' ({{Lang-en|Redjeb Jordania}}; დ. 10 დეკემბერი, 1921, პარიზი, — გ. 15 ივლისი, 2021<ref>[https://www.radiotavisupleba.ge/a/31362384.html გარდაიცვალა ნოე ჟორდანიას ვაჟი], რადიო თავისუფლება. 16 ივლისი, 2021.</ref>) — ამერიკის შ...
(განსხვავება არ არის)

17:12, 16 ივლისი 2021-ის ვერსია

რეჯებ ჟორდანია (ინგლ. Redjeb Jordania; დ. 10 დეკემბერი, 1921, პარიზი, — გ. 15 ივლისი, 2021[1]) — ამერიკის შეერთებული შტატებში მოღვაწე ქართველი მწერალი, კომპოზიტორი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის — ნოე ჟორდანიას შვილი.

რეჯებ ჟორდანია დაიბადა და გაიზარდა პარიზში. სწავლობდა პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლაში, შემდეგ იელის უნივერსიტეტში. ძირითადად ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ამერიკის შეერთებული შტატებში (ნიუ იორკი, ისტ-ჰემპტონი). სხვადასხვა პერიოდში იყო ჰარიმანის ინსტიტუტის მიწვეული მეცნიერი, პროფესიონალი პიანისტი, კომპოზიტორი, მწერალი, საზღვაო ისტორიის პროფესორი, საზღვაო მუზეუმის დირექტორი, უცხოური ენების სახელმძღვანელოების ავტორი და რედაქტორი. 1990-იანი წლებიდან ხშირად ჩამოდიოდა საქართველოში, მონაწილეობდა პირველი რესპუბლიკის მემკვიდრეობის შესწავლასა და პოპულარიზაციაში.[2]

ბიბლიოგრაფია

  • Escape from the South Fork and Other Stories, 2008
  • New York Au Ras Les Rues: Vignettes Des Annees 70, 2008
  • All My Georgias: Paris-New York-Tbilisi, 2011
  • Building the Uqbar Dinghy with the Stitch'n-Glue Technique, 2012
  • Building the Uqbar Dinghy, 2014
  • Piano Music for Georgian Dances, 2014

სქოლიო