სუფრაჟისტები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.8
ხაზი 7:
 
== პირველი მოთხოვნები ==
[[თანასწორობა|თანასწორობის]] პირველი რადიკალური მოთხოვნა გაჩნდა [[XVIII საუკუნე|XVIII საუკუნის]] ბოლოს, როდესაც სუსტი სქესისქალების ზოგიერთ წარმომადგენელს თავისი სოციალური მდგომარეობა საშუალებას აძლევდა მიეღო განათლება და გამხდარიყო ცნობილი მწერალი ან მსახიობი. [[1789]] წლის [[საფრანგეთის რევოლუცია]]მ წარმოშვა ბევრი ახალი რადიკალური იდეა და შთააგონა [[მერი უოლსტოუნკრაფტი|მერი უოლსტოუნკრაფტს]] დაეწერა თავისი კლასიკური "ქალთა უფლებების დაცვა" (1792). მთავრობის მიერ გატარებული ზომების მიუხედავად [[XIX საუკუნე]]ში [[რადიკალიზმი]] კვლავ ამოტივტივდა და თანდათანობით მიზანს მიაღწია. თუმცა ეს მიზნები არ ითვალისწინებდა ქალთა პოლიტიკურ და სქესობრივ თანასწორობას.
 
ასეთი შეზღუდვების მიუხედავად, ზოგიერთმა ქალბატონმა დაიწყო საკუთარი უფლებების დაცვა. მათი აგიტაციის შედეგად, ქალებს მიანიჭეს ზოგიერთი მნიშვნელოვანი კანონიერი უფლება, მაგალითად, მათი კუთვნილი ქონების გაკონტროლებისა და არასრულწლოვან შვილებთან დაკავშირებული სხვადასხვა უფლება. რადგან [[ოქსფორდი]]სა და [[კემბრიჯი]]ს უნივერსიტეტების კარი ქალებისთვის დახურული იყო, სუსტი სქესის წარმომადგენლებმა ჩამოაყალიბეს საკუთარი უმაღლესი სასწავლებლები. სხვა ქვეყნებში პროგრესს მიაღწიეს ცალკეულმა ინდივიდებმა, რომლებმაც პროფესიული წინსვლა დაიწყეს. აღსანიშნავია ამერიკელი [[ელიზაბეთ ბლექვილი]] და ბრიტანელი [[ელიზაბეთ გარეტ ანდერსონი]], რომლებმაც დიდ წარმატებებს მიაღწიეს მედიცინაში. ასევე [[ფლორენს ნაითინგეილი]], რომელმაც ყირიმის ომის დროს მედდა წამყვან ქალურ პროფესიად აქცია.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სუფრაჟისტები“-დან