ამენჰოტეპ IV: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
95.137.136.62-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა ლუკალუკაა-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
No edit summary
ხაზი 9:
'''ამენჰოტეპ IV''', '''ეხნატონი''' — [[ძველი ეგვიპტე|ეგვიპტის]] [[ფარაონი]] [[XVIII დინასტია|XVIII დინასტიიდან]], მეფობდა [[ძვ. წ. 1424]] - დაახლოებით [[ძვ. წ. 1400]] (პირველი ექვსი წელი - ძვ. წ. 1424 - ძვ. წ. 1419 მამასთან [[ამენჰოტეპ III|ამენჰოტეპ III-თან]] ერთად).
 
მის დროს ეგვიპტის სამხედრო ძლიერება დაეცა. სირია და პალესტინა ცდილობდნენ ეგვიპტის ბატონობისაგან განთავისუფლებას. განსაკუთრებით გამწვავდა მდგომარეობა ეგვიპტის სამფლოფელოების აზიურ ნაწილში უცხო ტომების შემოჭრის შემდეგ. ამენჰოტეპ IV-მ მრავალღმერთიანობის ძველი ტრადიციული ფორმა ღვთაება [[ატონი|ატონის]] სახელმწიფო კულტით შეცვალა. რელიგიის რეფორმა შეეხო ცხოვრების ყველა მხარეს და განსაკუთრებული კვალი დატოვა ხელოვნებაში. ინგრეოდა ძველი კანონები და დოგმები, იქმნებოდა, უფრო ცოცხალი მხატვრული სტილი. [[ამონი|ამონის]] კულტთან დაკავშირებულ ქურუმობასა და ნომარქოსთა არისტოკრატიასთან შინაური ბრძოლისას ფარაონი საშუალო, თავისუფალ ფენებს ეყრდნობოდა. ააგო ახალი დედაქალაქი [[აჰეტატონი]] და თავად ''ეხნატონი'' (ეხნე-იოტი - "ატონისათვის„ატონისათვის მარგი"მარგი“) დაირქვა.
 
ამენჰოტეპ IV-ის გარდაცვალების შემდეგ მისი რელიგიის რეფორმა გააუქმეს და ამონის კულტი კვლავ აღადგინეს. ამენჰოტეპ IV წყაროებში 1402 წლიდან აღარ იხსენიება, მეფობის შემდგომ წლებს, ალბათ, მას შეცდომით მიაწერენ.
 
ამენხოტეპამენჰოტეპ IV-ის, ანუ ეხნატონის ბიოგრაფია და, საერთოდ, ძველი ეგვიპტის რეფორმების ავტორის ვინაობა ერთობ ბუნდოვანია. ამენხოტეპ IV-ის ზეობის ხანა სავარაუდოდ (თითქმის ყველა თარიღი მიახლოებითია) 1424-1402 წლებია (6 წელი მამასთან ერთად მართავდა ეგვიპტეს). ეჭვი, რომ იგი არ უნდა ყოფილიყო რეფორმათა თაოსანი, მეცნიერებს ორმა გარემოებამ გაუჩინა. პირველი: ფარაონობის პირველ 6 წელიწადს ამენხოტეპამენჰოტეპ IV განუხრელად იცავდა მამის ხაზს ეგვიპტის პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში. მხოლოდ მე-7 წლიდან იწყება მოულოდნელი შემოტრიალება; მეორე: არქეოლოგ თეოდორ დეივისს, რომელიც ამენხოტეპამენჰოტეპ IV-ის დედის თეიეს სარკოფაგად მიჩნეულ სამაროვანს თხრიდა, სამარხში მოხუცი დედა-დედოფლის მუმიის ნაცვლად 22-23 წლის მამაკაცის ჩონჩხი დახვდა.
გამოითქვა ეჭვი, რომ ჩონჩხი ამენხოტეპამენჰოტეპ IV-ისა უნდა ყოფილიყო. არსებობს ვერსია, რომ ახალგაზრდა ფარაონი ბაალცაფონთან მეწამულ ზღვაში დაიხრჩო ებრაელთა დევნისას. ეს სამარცხვინო სიკვდილი და, ამავე დროს, ეგვიპტის რელიგიური იდეოლოგიის კრახიც იყო, რადგან ერთგვარ ხაზს უსვამდა ესრაელთა ღმერთის უპირატესობას ეგვიპტელთა ღმერთების წინაშე. ამენხოტეპამენჰოტეპ IV-ის ამგვარ სიკვდილს სამედიცინო დასკვნაც უმაგრებდა საფუძველს - წყალში დამხრჩვალის სხეული ბალზამს არ იღებს. ამიტომ დახვდა დეივისს ჩონჩხი და არა მუმია.
 
ჩონჩხის სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ კაიროს მუზეუმის მედიცინის პროფესორი ელიოტ სმიტი სენსაციურ დასკვნებს აკეთებს: ამენხოტეპამენჰოტეპ IV ისტერიიანი და ეპილეფსიით დაავადებული იყოო; რაც შეეხება ეგვიპტის ისტორიის ისეთ ფენომენალურ მოვლენას, როგორიც რეფორმებია, მას უდიდესი, რაღაც ზეადამიანური ძალისხმევა სჭირდებოდა, რასაც ავადმყოფი ფარაონი ვერ შეძლებდაო. ჩონჩხმა და ამ დასკვნებმა დააეჭვა არა მხოლოდ ეგვიპტოლოგები, ისტორიის ბევრი სხვა მკვლვარიც. განმტკიცდა აზრი, რომ ეხნატონი სულაც არ არსებობდა ან ცრუ ეხნატონის უკან ამენხოტეპამენჰოტეპ IV კი არა, სულ სხვა პიროვნება იდგა. თუ ეს უკანასკნელი მოსაზრება მისღაებია, მაშინ ისმის კითხვა: რატომ დაირქვა იდუმალმა ფარაონმა სახელად ეხნატონი და არა ამენხოტეპამენჰოტეპ V? რეფორმებით ერთიან და ერთადერთ უმაღლეს ღმერთად გამოცხადებული ატონი რატომ არ იხსენებს თვით ამენხოტეპამენჰოტეპ IV-ს, არა მხოლოდ XVIII დინასტიის, არამედ ძველი ეგვიპტის მთელი ისტორიის ამ ყველაზე თავისებურ და ნათელ ფარაონს?! ეს ფაქტიც იმის მიმანიშნებელია, რომ ფარაონი მართლაც წყალში დაიხრჩო და მისი ასეთი აღსასრული სამარცხვინოდ მიიჩნიეს.
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ამენჰოტეპ_IV“-დან