დირლევანგერის ბრიგადა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
 
ხაზი 6:
'''დირლევანგერის ბრიგადა''', ასევე ცნობილი, როგორც '''სს-შტურმბრიგადა დირლევანგერი''', '''ვაფენ-სს-ის 36-ე გრენადერთა დივიზია''' და '''შავი მონადირეები''' — ვაფენ-სს-ის შენაერთი მეორე მსოფლიო ომის პერიოდში. შენაერთი, რომელიც მისი მეთაურის, [[ოსკარ დირლევანგერი|ოსკარ დირლევანგერის]], სახელს ატარებდა, შედგებოდა მძიმე დანაშაულებისთვის გასამართლებული მსჯავრდებულებისგან, რომელთაც ხშირ შემთხვევაში ფსიქოპატური, სოციოპათური და სადისტური მიდრეკილებები ჰქონდათ. ბრიგადის წევრები იმდენად მძიმე დანაშაულებისთვის იყვნენ გასამართლებული, რომ ჩვეულებრივ გარემოებებში სახელმწიფოს მიერ სიკვდილით დაისჯებოდნენ ან ციხის საკანში იქნებოდნენ სამუდამოდ გამომწყვდეულნი. ნაცისტური გერმანიის ხელმძღვანელობა არ მოელოდა ამ შენაერთის წევრების ცოცხლად გადარჩენას ომის პერიოდში.
 
ბრიგადა 1940 წელს ჩამოყალიბდა და პირველად გაიგზავნა პოლონეთის წინააღდმეგობის მოძრაობის ამბოხებების ჩასახშობად. შემდგომ პერიოდში ბრიგადა აგრძელებდა აჯანყებებისა და პარტიზანების წინააღმდეგ მოქმედებებს გერმანიის მიერ ოკუპირებულ აღმოსავლეთ ევროპაში. დირლევანგერის ბრიგადა უფრო სადამსჯელო ხასიათის იყო და არ იყო განკუთვნილი უშუალოდ მტრის რეგულარული არმიის წინააღმდეგ საბრძოლველად, თუმცა ომის შედარებით გვიან წლებში მათ აღმოსავლეთის ფრონტზე ბრძოლა მაინც მოუწიათ [[წითელი არმია|წითელი არმიის]] წინააღმდეგ. მთლიანობაში ბრიგადამ კარგად იბრძოლა, თუმცა სამხედრო კომპეტენციის ნაკლებობის გამო დიდი დანაკარგები განიცადა.
[[ფაილი:Bundesarchiv Bild 183-97906, Warschauer Aufstand, Straßenkampf, SS Recolored.png|მარცხნივ|მინი|247x247პქ|დირლევანგერის ბრიგადის წევრები ცენტრალურ ვარშავაში,[[ვარშავის აჯანყება]], 1944, გაფერადებული.]]
 
ბრიგადა 1940 წელს ჩამოყალიბდა და პირველად გაიგზავნა პოლონეთის წინააღდმეგობის მოძრაობის ამბოხებების ჩასახშობად. შემდგომ პერიოდში ბრიგადა აგრძელებდა აჯანყებებისა და პარტიზანების წინააღმდეგ მოქმედებებს გერმანიის მიერ ოკუპირებულ აღმოსავლეთ ევროპაში. დირლევანგერის ბრიგადა უფრო სადამსჯელო ხასიათის იყო და არ იყო განკუთვნილი უშუალოდ მტრის რეგულარული არმიის წინააღმდეგ საბრძოლველად, თუმცა ომის შედარებით გვიან წლებში მათ აღმოსავლეთის ფრონტზე ბრძოლა მაინც მოუწიათ [[წითელი არმია|წითელი არმიის]] წინააღმდეგ. მთლიანობაში ბრიგადამ კარგად იბრძოლა, თუმცა სამხედრო კომპეტენციის ნაკლებობის გამო დიდი დანაკარგები განიცადა.
 
მოქმედებების დროს ბრიგადამ ჩაიდინა წარმოუდგენელი სისასტიკის დანაშაულები, როგორიც იყო მასობრივი ხოცვა-ჟლეტები და ომის სხვა დანაშაულები. შენაერთი იმხელა სისასტიკეს იჩენდა, რომ თვით [[ვაფენ-სს|ვაფენ-სს-სა]] და [[ვერმახტი|ვერმახტშიც]] კი განცვიფრებას იწვევდა თავისი ულმობლობით. რამდენიმე გერმანელმა მეთაურმა სცადა კიდეც შენაერთის მეთაური დირლევანგერი თანამდებობიდან გაეთავისუფლებინათ და ბრიგადა დაეშალათ, თუმცა ნაცისტურ ხელმძღვანელობაში მფარველების ყოლის წყალობით დირლევანგერი მეთაურის პოზიციაზე მაინც რჩებოდა და ბრიგადაც აგრძელებდა თავის საქმიანობას. ოსკარ დირლევანგერი ბრიგადის მეთაურად თვით [[ჰაინრიხ ჰიმლერი|ჰაინრიხ ჰიმლერს]] ჰყავდა დანიშნული. დირლევანგერი პირველი მსოფლიო ომის ვეტერანი, ნასამართლევი, ალკოჰოლიკი და სადისტური სექსუალური მიდრეკილებების ადამიანი იყო, რომელსაც ხშირად ახასიათებდნენ, როგორც სს-ის „ყველაზე ბოროტ კაცს“.
 
Line 13 ⟶ 15:
 
== დირლევანგერის ბრიგადის აღსასრული ==
[[ფაილი:Bundesarchiv Bild 183-S73495, Oskar Dirlewanger.jpg|მინი|288x288პქ150პქ|მარცხნივ|ოსკარ დირლევანგერი]]
1945 წლის თებერვალში გაიცა ბრძანებები, რომ ბრიგადა დივიზიად ქცეულიყო, თუმცა სანამ ეს მოესწრებოდა, დირლევანგერის ბრიგადა პოლონეთ-გერმანიის საზღვარზე გაიგზავნა საბჭოელთა წინსვლის შეჩერების მიზნით. 1945 წლის 14 თებერვალს ბრიგადას ეწოდა „ვაფენ-სს“-ის 36-ე დივიზია. დივიზიად გადაკეთების შემდეგ მისი წევრების რაოდენობა 4000 კაცს გაუტოლდა და მას მიუმაგრეს [[გერმანიის სახმელეთო ჯარები (ჰეერი, 1935-1945)|გერმანიის სახმელეთო ჯარის]] ნაწილები: გრენადერთა პოლკი, ინჟინერთა ბრიგადა და ტანკსაწინააღმდეგო ბატალიონი.