ბენიამინ ჩხიკვიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
იარლიყი: გაუქმებულია
ხაზი 31:
 
==ბიოგრაფია==
დაიბადა ღარიბი აზნაურის ოჯახში. მისი მშობლები იყვნენ გიგო ბეჟანის ძე ჩხიკვიშვილი და ნატალია კაციას ასული. 22 იანვარს მონათლა სოფლის მღვდელმა იესე ცინცაძემ, [[ნათლისღება|ნათლობის]] რიტუალი აღასრულა მღვდელმა სოფრომ კეკელიძემ. ჰყავდა ხუთი და და ერთი ძმა. დაამთავრა [[ჩოხატაური]]ს ერთკლასიანი სასწავლებელი, შემდეგ კი სწავლობდა ქუთაისის სამეურნეო სკოლაში. ქუთაისში სწავლისას გაეცნო [[სოციალ-დემოკრატია|სოციალ-დემოკრატიულ]] მოძღვრებას, მონაწილეობდა მოსწავლეთა არალეგალურ წრეებში და მჭიდრო კონტაქტი ჰქონდა ქუთაისელ [[მესამე დასი|მესამედასელებთან]]. ამის გამო 1900 წელს გარიცხეს დამამთავრებელი კლასიდან. გადმოცემის მიხედვით, ქუთაისში ჩხიკვიშვილი დროებით მუშაობდა პრინც [[კონსტანტინე ოლდენბურგელი|კონსტანტინე ოლდენბურგელთან]]. ოლდენბურგელმა ჩხიკვიშვილს სთხოვა მასთან ერთად წასულიყო გერმანიაში, თუმცა ბენიამ უარი უთხრა. მეგობრობის ნიშნად პრინცმა მას [[Ford Motor Company|ფორდის მარკის]] ავტომობილი და კაბინეტი აჩუქა. ავტომობილის ბედი უცნობია, ხოლო კაბინეტს ჩხიკვიშვილი ფლობდა 1924 წლამდე, დაპატიმრებამდე.{{sfn-2|მახარაძე|2020|გვ=12}}
 
სკოლიდან დათხოვნის შემდეგ ჩხიკვიშვილმა მუშაობა დაიწყო ბათუმის ერთ-ერთ ქარხანაში, ყუთების დამამზადებელი განყოფილების მუშად. 1901 წელს გახდა [[რსდმპ]]-ის წევრი. ოთხი თვის შემდეგ იძულებული გახდა, პოლიციის თვალთვალის გამო დაეტოვებინა ბათუმი. 1901-1902 წლებში მუშაობდა მასწავლებლად სამეგრელოს ერთ-ერთ სამრევლო სკოლაში. ითვლებოდა ერთ-ერთ კარგ მასწავლებლად. პარალელულად გლეხებს შორის ეწეოდა პარტიულ საქმიანობას. 1902 წელს ქუთაისში გაიმართა დასავლეთ საქართველოს სამრევლო სკოლების მასწავლებლების კურსები, სადაც ჩხიკვიშვილმა დაარიგა არალეგალური ფურცლები, რომლებშიც სოციალ-დემოკრატიული პარტია მასწავლებლებს მოუწოდებდა მხარი დაეჭირა [[გურიის რესპუბლიკა|გურიის გლეხების მოძრაობისთვის, რომელიც [[გურია]]ში დაიწყო და ხელი შეეწყოთ მისი გავრცელებისთვის სხვა მაზრებში. ის დაასმინეს კურსების ხელმძღვანელ [[თედო ჟორდანია]]სთან და დაითხოვეს მასწავლებლობიდან. ჩხიკვიშვილს სურდა გურიაში დაბრუნება, მაგრამ მოსალოდნელი რეპრესიების გამო წავიდა [[ჭიათურა]]ში. იქ რაფიელ ჩიხლაძესთან ერთად დღიურად მუშაობდა [[ჭიათურის მანგანუმის საბადო|მანგანუმის მაღაროში]], პარალელურად კი პარტიულ საქმიანობას ეწეოდა.
 
1903 წლის შემოდგომაზე ჩხიკვიშვილი მიიწვია ახალ ჩამოყალიბებულმა რსდმპ-ის ბათუმის კომიტეტმა. ჩხიკვიშვილი გახდა ამ კომიტეტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი [[ნოე რამიშვილი|ნოე რამიშვილთან]] და [[ნოე ხომერიკი|ნოე ხომერიკთან]] ერთად. როგორც კარგ ორატორს, ჰქონდა დიდი გავლენა მუშებში. ამავდროულად დღიურ მუშად მუშაობდა მანთაშევის მეორე (რიხტერის) ქარხანაში. ერიდებოდა სარწმუნოებრივ საკითხებზე დებატებში შესვლას, თუმცა უხდებოდა „დრამის ფულის“ (საეკლესიო გადასახადის) წინააღმდეგ გამოსვლა. მან ციხიდან გააპარა სოციალ-დემოკრატი სამხედრო იაშვილი, რამაც კიდევ უფრო გაზარდა ჩხიკვიშვილის პოპულარობა ბათუმის მუშათა წრეებში, მას „ბარცხანის გენერალ-გუბერნატორი“ შეარქვეს. 1903 წელს ბათუმში ჩამოყალიბდა რსდმპ გურიის კომიტეტი და ჩხიკვიშვილი გახდა მისი წევრიც. 1903 წლის 9 მარტს ხელმძღვანელობდა მუშათა ფართო დემონსტრაციას. 1903 და 1904 წელს გურიის კომიტეტის მიერ დელეგატად იყო მივლინებული რსდმპ მე-2 ყრილობაზე. 1904 წელს [[რუსეთ-იაპონიის ომი]]ს დაწყების წინ ბათუმში დაგეგმილი სამთავრობო-პატრიოტული დემონსტრაციის საწინააღმდეგოდ ორგანიზება გაუწია კონტრაქციას და პრაქტიკულად ჩაშალა სამთავრობო აქცია, ამის გამო მოუხდა შეტაკება პოლიციასთან. ამის შემდეგ შეუძლებელი გახდა მისი გაჩერება ბათუმში, ამიტომ გადავიდა თბილისში და რამდენიმე კვირის განმავლობაში იყო რსდმპ თბილისის კომიტეტის წევრი. იყო ტიპოგრაფიოების და პროპაგანდისტთა ჯგუფის ხელმძღვანელი. სამი წლის განმავლობაში [[კახეთი]]ს სამაზრო ქალაქებში, მოზრდილ დაბებსა და საუფლისწულო მამულებში აამუშავა ადგილობრივი კომიტეტები. 1904 წლის დეკემბერში დაიჭირეს და გაგზავნეს ბათუმში იქ აღმოჩენილი არალეგალური სტამბის გამო.