რომან გოცირიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ხაზი 27:
 
== ბიოგრაფია ==
დაიბადა [[1955]] წელს ქ. [[გალი|გალში]]. [[1982]] წელს დაამთავრა [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი]]ს ეკონომიკის ფაკულტეტი, სახალხო მეურნეობის დაგეგმვის სპეციალობით. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერ-თანამშრომლად; [[1988]] წლიდან ამავე უნივერსიტეტის მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის კათედრის დოცენტი იყო. [[1990]] წელს იგი ეკონომიკური რეფორმების კომისიის თამჯდომარის მოადგილე და საპარლამენტო ფრაქცია „დემოკრატიული ცენტრის“ თანათავმჯდომარე იყო. იყო [[საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრები|საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო]]ს წევრი: მაჟორიტარი, დიდუბის №5 საარჩევნო ოლქიდან, ხელი აქცს მოწერილი [[საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი|საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე]] (1991 წლის 9 აპრილი). [[1992]] წლის თებერვალში დაინიშნა [[საქართველოს პრემიერ-მინისტრი|საქართველოს პრემიერ-მინისტრის]] მოადგილის მოვალეობის შემსრულებლად და [[საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭო]]ს წევრად. 1992 წელს დაიკავა საქართველოს მთავრობის პრემიერ-მინისტრის მოადგილის, ეკონომიკური რეფორმების დარგში ვიცე-პრემიერის პოსტი; 1992 წლის 4 ნოემბრიდან -[[1992]] წლის 3 დეკემბრამდე იყო [[საქართველოს პარლამენტის მესამე მოწვევის დეპუტატები|საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი]] პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „11 ოქტომბერი“. [[1993]]-[[1995]] წლებში საქმიანობა განაგრძო პედაგოგიკის სფეროში. [[1998]] წელს დაინიშნა საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსის თანამდებობაზე. [[2004]]-[[2005]] წლებში — [[საქართველოს პარლამენტის მეექვსე მოწვევის დეპუტატები|საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი]] პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ ნაციონალური„ნაციონალური მოძრაობა — დემოკრატები“. 2005–2007 წლებში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, 2007–2013 წლებში საქართველოს პრაზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში, ეკონომიკური საბჭის მდივანი. 2014 წლიდან საქართველოს ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარე და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, ეკონომიკური კვლევის ცენტრის უფროსი. [[2016]]-[[2020]] წლებში — [[საქართველოს პარლამენტის მეცხრე მოწვევის დეპუტატები|საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის]] წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. [[2020]] წელს გახდა [[საქართველოს პარლამენტის მეათე მოწვევის დეპუტატები|საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი]] „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით.<ref>{{Cite web | url = https://cesko.ge/geo/list/show/123458-tsentralurma-saarchevno-komisiam-saqartvelos-parlamentis-2020-tslis-31-oqtombris-archevnebi-sheadjama | title = ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა | publisher = [[ცესკო]] | date = 2020-12-03 | accessdate = 19 დეკემბერი, 2020 | archiveurl = https://web.archive.org/web/20201215084648/https://cesko.ge/geo/list/show/123458-tsentralurma-saarchevno-komisiam-saqartvelos-parlamentis-2020-tslis-31-oqtombris-archevnebi-sheadjama | archivedate = 2020-12-15 }}</ref>, თუმცა უარი განაცხადა მანდატზე.
 
==ბიბლიოგრაფია==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რომან_გოცირიძე“-დან