ზურაბ ტატაშიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{ინფოდაფა მეცნიერი
| ფოტო = Zurab tatashidze.jpg}}
'''ზურაბ კონსტანტინეს ძე ტატაშიძე''' (დ. [[24 სექტემბერი]] [[1928]] ― გ. [[12 ივნისი]] [[2011]]) ― [[ქართველები|ქართველი]] [[გეოგრაფი]]. გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი (1973), [[პროფესორი]] (1979). [[საქართველოს მეცნიერებათა აკადემია|საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის]] [[წევრ-კორესპონდენტი]] (1997). [[ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტი]]ს დირექტორი (1992–2006), საქართველოს ეროვნული სპელეოლოგიური საზოგადოების პრეზიდენტი (1998–2004). მუშაობდა [[გორის პედაგოგიური ინსტიტუტი]]ს უფროს მასწავლებლად (1954–57), ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად (1958–60), [[თელავის პედაგოგიური ინსტიტუტი]]ს უფროს მასწავლებალად (1958–59), ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის კარსტოლოგიისა და სპელეოლოგიის განყოფილების გამგედ (1975–90), [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი]]ს გეომორფოლოგია-გეოეკოლოგიის კათედრის გამგედ (1983–93), ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის მთავარ მეცნიერ-თანამშრმლად (1990–93).<ref>[http://science.org.ge/old/members/Geo5/Zurab%20Tatashidze.pdf საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია]</ref>
 
ზურაბ ტატაშიძე მოღვაწეობდა [[გეომორფოლოგია]]-[[კარსტოლოგია]]-[[სპელეოლოგია|სპელეოლოგიის]] დარგში. მის სამეცნიერო მოღვაწეობაში ძირითადი ადგილი ეკავა [[საქართველო]]სა, და, საერთოდ [[მთიანი ქვეყანა|მთიანი ქვეყნების]] კარსტის პრობლემების კვლევას; [[ლევან მარუაშვილი|ლევან მარუაშვილთან]] ერთად იგი ახალი, პერსპექტიული სამეცნიერო მიმართულების — [[მღვიმეთმცოდნეობა|მღვიმეთმცოდნეობის]] ერთ-ერთი დამფუძნებელია საქართველოში. მისი უშუალო ხელმძღვანელობით და მონაწილეობით [[საქართველო]]ში აღმოჩენილი და შესწავლილი [[მღვიმე]]ებიდან, უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას იპყრობს [[ახალი ათონის მღვიმე|ახალი ათონის]], ნაფრა-მჭიშთის, [[წყალტუბოს მღვიმური სისტემა|წყალტუბოსა]] და სხვა უნიკალური კარსტული მღვიმური სისტემები. სენსაციური იყო 1987–88 წლების შედეგები, როცა მისი აქტიური მონაწილეობით გამოვლინდა [[დედამიწა]]ზე ინდიკატორული ექსპერიმენტებით დადასტურებული უღრმესი (2345 მ) ნაფრა-მჭიშთის ჰიდროგეოლოგიური სისტემა, რომელმაც საერთაშორისო მნიშვნელობა შეიძინა.<ref>[[კუკური წიქარიშვილი]], საქართველოს კარსტული მღვიმეები, თბ., 2013, გვ. 12</ref>
 
ზურაბ ტატაშიძე ავტორია არაერთი ფუნდამენტური ნაშრომისა, რომელთაგან აღსანიშნავია: „საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი“ (თანაავტ., 1966), „ახალი ათონის მღვიმე“ (1975), „საქართველოს კარსტული მღვიმეები“ (რუსულ ენაზე, 1976), „ახალი ათონის მღვიმური სისტემა“ (რუსულ ენაზე, 1983), „ბზიფის მასივის კარსტი და მღვიმეები“ (1989), „გეომორფოლოგიური ლექსიკონი“ (თანაავტ., 1996), „ვახუშტი ბაგრატიონი დიდი მეცნიერი და მამულიშვილი 300“ (თანაავტ., 1997), „საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი“ (2009) და სხვა.<ref name="ბიო" />
 
ზურაბ ტატაშიძე 600-ზე მეტი სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარული ნაშრომის, მათ შორის 3025-მდე [[მონოგრაფია|მონოგრაფიის]] ავტორია. დიდია მისი ღვაწლი საქართველოს მაღალმთიანი კარსტული მღვიმეების კვლევაში. გამართლდა ტატაშიძის არაერთგზის გამოთქმული მოსაზრება [[საქართველო]]ს მაღალმთიან კირქვულ მასივებზე ზეღრმა კარსტული [[მღვიმე]]ების არსებობის შესახებ.<ref name="ბიო">ზურაბ ტატაშიძე (1928-2011): ბიობიბლიოგრაფია, თბილისი, 2018.</ref>
 
ზურაბ ტატაშიძე 1997 წელს გამოცემული [[ვახუშტი ბაგრატიონი]]ს „საქართველოს ატლასის“ სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარე, [[ვახუშტი ბაგრატიონი]]ს „საქართველოს გეოგრაფიის“ (1997) და [[2000|2000 წელს]] გამოცემული „საქართველოს გეოგრაფიის“ მთავარი რედაქტორია. იყო ქართული ენციკლოპედიის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა საბჭოს თავმჯდომარე და ამერიკის ბიოგრაფიული ინსტიტუტის საბჭოს წევრი. ამერიკის ბიოგრაფიულმა ინსტიტუტმა მიანიჭა წოდება: „წლის ადამიანი 1998“. დაჯილდოებულია საკავშირო სახელმწიფო პრემიითა და საქართველოს ღირსების ორდენით.<ref>ენციკლოპედია „თბილისი“, გვ. 852, თბ., 2002 წელი.</ref>
 
== ბიოგრაფია ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ზურაბ_ტატაშიძე“-დან