საღამოს ტბა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{მმ*|საღამო}}
{{ინფოდაფა ტბა
|სახელი = საღამოს ტბა
Line 6 ⟶ 7:
|სურათის წარწერა = საღამოს ტბა და მდინარე ფარავანი
|lat_dir = N|lat_deg = 41|lat_min = 18|lat_sec =
|lon_dir = E|lon_deg = 43|lon_min = 44|lon_sec =
|CoordAddon = type:city(40361)_region:GE
|region = GE
|CoordScale =
|მდებარეობა = {{დროშა|საქართველო}}
|ტერიტორიული ერთეული = [[ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი]]
|სიმაღლე ზღვის დონიდან = 1996
|სიგრძე =
|სიგანე =
|ფართობი = 4,8
|მოცულობა = 7,7 მლნ.
|სანაპირო ზოლის სიგრძე =
|მაქსიმალური სიღრმე = 2,3
Line 21 ⟶ 22:
|მარილიანობა =
|გამჭვირვალობა =
|აუზის ფართობი = 528
|ჩამდინარე მდინარე = [[ფარავანი (მდინარე)|ფარავანი]]
|გამომდინარე მდინარე = [[ფარავანი (მდინარე)|ფარავანი]]
|პოზრუკა = საქართველო
|პოზრუკის სიგანე =
|პოზრუკა2 = საქართველო სამცხე-ჯავახეთის მხარე
|პოზრუკის სიგანე2 =
|სქოლიო =
|ვიკისაწყობი = Category:Saghamo Lake
}}
'''საღამოს ტბა''' — [[ტბა]] [[საქართველო]]ში, [[ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი|ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში]].<ref>{{სგსოლ|152}}</ref> მდებარეობს [[ჯავახეთის ზეგანი|ჯავახეთის ვულკანური მთიანეთის]] აღმოსავლეთ ნაწილში, [[მდინარე]] [[ფარავანი (მდინარე)|ფარავნის]] აუზში, [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 1996 მ სიმაღლეზე. სარკის ფართობი 4,8 კმ², საშუალო სიღრმე 1,6 მ, მაქსიმალური სიღრმე 2,3 მ. წყლის მოცულობა 7,7 მლნ მ³, წყალშემკრები აუზის ფართობი 528 კმ².<ref name="Апхазава">Апхазава И. С. Озера Грузии. Тбилиси: Мецниереба, 1975. 181 с.</ref>
 
უკავია სამკუთხედი ფორმის ქვაბულის დადაბლებული ნაწილი, რომელიც ყველა მხირდან შემოზღუდულია ვულკანური ამაღლებებით. ტბის წყალშემკრები აუზი მდებარეობს [[სამსრის ქედი]]ს აღმოსავლეთ და [[ჯავახეთის ქედი]]ს დასავლეთ ფერდობებზე. [[ანდეზიტი|ანდეზიტებით]] აგებული ტბის სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ ნაპირები მაღალი, ციცაბო და ჩამონგრეულია. ჩრდილოეთიდან ტბისკენ დამრეცად ეშვება ვულკანური შემაღლება, რომელიც არ ქმნის მაღალ ნაპირს.<ref name="Апхазава" />
 
ტბის აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაპირები დაბალია. ფსკერის [[რელიეფი]] ძირითადად ბრტყელია და მარტივი. გეგმაში აქვს განედური მიმართულებით გადაჭიმული [[ტრაპეცია|ტრაპეციის]] ფორმა. ტბის აუზში მდინარეთა ქსელი სუსტადაა განვითარებული. ტბაზე გაედინება მდინარე [[ფარავანი (მდინარე)|ფარავანი]], რომლის საშუალებითაც საღამოს ტბა დაკავშირებულია [[ფარავანი|ფარავნის ტბასთან]]. საზრდოობს [[მიწისქვეშა წყალი|მიწისქვეშა]], [[წვიმა|წვიმისა]] და [[თოვლი|თოვლის წყლით]]. მაქსიმალური დონე [[მაისი|მაისშია]], მინიმალური — [[სექტემბერი|სექტემბერში]]. ივლისში ზედაპირული წყლის [[ტემპერატურა]] 14,4 ºC. [[ზამთარი|ზამთარში]] იყინება 4,5 თვით. ტბის საშუალო წლიური დონეების ამპლიტუდა 61 სმ-ს, მაქსიმალური კი 92 სმ-ს შეადგენს. მაქსიმალური ამპლიტუდა უდრის 81 სმ-ს.<ref name="Апхазава" />
 
საღამოს ტბის გენეზისის შესახებ რამდენადმე განსხვავებული აზრი არსებობს. ადრინდელ მკვლევრებს იგი [[ვულკანური კრატერი|კრატერად]] მიაჩნდათ. პროფესორი [[ლევან მარუაშვილი]] მას განიხილავს როგორც ეროზიული ხეობის [[ლავა|ლავებით]] გადაკეტვის შედეგად წარმოშობილს. საყურადღებოა, რომ აკადემიკოსი [[ნიკოლოზ სხირტლაძე]] საღამოს ტბის სამხრეთ-დასავლეთი ნაპირის გასწვრივ ატარებს ტექტონიკური წყვეტის ხაზს. ამჟამად საღამოს ტბა [[ტექტონიკური ტბა|ტექტონიკური წარმოშობის ტბად]] მიიჩნევა.<ref>საქართველოს კლიმატურ და ჰიდროლოგიურ ელემენტთა შესწავლისათვის: კრებული. თბ., 1966. გვ. 112-130</ref>
 
საღამოს ტბაზე წყლის ჰიდროქიმიური რეჟიმის შესწავლა 1937–48 წლებში ფრაგმენტულად მიმდინარეობდა, 1948 წლიდან 80-იან წლებამდე კი მუდმივად. საღამოს ტბის წყალი საშუალო ტუტე რეაქციისაა. საღამოს ტბაში [[აზოტი]]ს შემცველობა აღემატება [[ფოსფორი]]სას, ანუ, მალიმიტირებელია აზოტი, ხოლო პირველად პროდუქციაში ჭარბობს [[ფოსფორი]].<ref>ზოოლოგიის ინსტიტუტის შრომები. თბ., 2016. ტ. 25.</ref>
 
ტბის გასწვრივ, საავტომობილო გზის გაყოლებით, მდებარეობს ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები — 3 ეკლესია, ხოლო მეოთხე მაღალ მთაზეა აღმართული. 3 ეკლესიიდან ყველაზე ადრინდელია უკიდურეს ჩრდილოეთით მდებარე ეკლესია — [[საღამოს ეკლესია]], რომელსაც მინიჭეული აქვს [[ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლების სია|ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია]].<ref>[https://matsne.gov.ge/ka/document/view/99220 საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ]</ref>
 
საღამოს ტბა მდიდარია თევზით. სარეწაო მნიშვნელობისაა. ტბასთან გაშენებულია სოფელი [[საღამო (ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი)|საღამო]].
 
==იხილეთ აგრეთვე==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/საღამოს_ტბა“-დან