გოდერძიშვილების დარბაზი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებელმა გიორგი ჩუბინიძე გვერდი „გოდერძიშვილების დარბაზი კახეთში“ გადაიტანა გვერდზე „გოდერძიშვილების დარბაზი“: სათაურის დაზუსტება.
ხაზი 10:
 
გიორგიწმინდის ანუ გოდერძიშვილების დარბაზის ორივე დედაბოძი თავზე უხვადაა მოჩუქურთმებული კვეთილი ასტრალური გამოსახულებებითა და ამოჩუქურთმებული ფიგურებით. პირველი დედაბოძის თავხეზე სხივოსან წრეში ჩასმული მბრუნავი მზის გამოსახულება ანუ [[ბორჯღალა|ბორჯღალია]]. მის ორივე მხარეს შედარებით მომცრო ბორჯღალები და ვარსკვლავთა გამოსახულებანია. მზის გამოსახულების ქვემოთ გეომეტრიული ორნამენტებით შექმნილი მმრავალკუთხედი ორ ნაწილადაა გაყოფილი. ორ დედაბოძს შორის [[კერა|კერაა]] გამართული, რომელიც დედაბოძთან ერთად, ტრადიციული ქართული სტილით, თევზიფეხურადაა წარმოდგენილი. დერეფნის სვეტები, თახჩების ე.წ. საპირეები ქართული აგურითაა გამოყვანილი. შესასვლელის მოპირდაპირე მხარე სანახევროდ მიწაშია შედგმული, სადაც გამართულია თარო–კედელი, თახჩა–ნიშები. პირველი იარუსის დიდი ზომის ნიშები განკუთნილია ხალმებისათვის (ანუ დერგები), თუჯისა და სპილენძის თანგირა ქვაბებისათვის. ზედა იარუსზე განთავსებულია საოჯახო ჭურჭელი – თიხის, რქის,სპილენძის ნივთები, მოჭიქული და მოუჭიქავი ქილები მაწვნისთვის, მურაბებისა და სხვა ნუგბარისათვის. დარბაზის განიერ ერთ მეტრზე მეტი საგნის კედლებში გამოყვანილია განჯინები, წალოები, ნიშები საოჯახო ნივთებისთვის, ლოგინისა და სხვა საოჯახო ინვენტარისთვის. დარბაზი ორად, საქალოდ და სამამაკაცო ნაწილადაა გაყოფილი. საქალებო მხარეს ტახტი გაწყობილია ხალიჩ–ფარდაგებით, ამოქარგული ბალიშ–მუთაქებით, საფეიქრო დანიშნულების ხელსაწყოებით, ჯარათი, საჩეჩელით, სახრელ–თითისტარით. სამამკაცო ნაწილში შესაბამისად მამაკაცთათვის განკუთვნილი საოჯახო და სამეურნეო ნივთებია განთავსებული.
 
==იხილეთ აგრეთვე==
[[თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ]]
 
==ლიტერატურა==
* ნოდარ შოშიტაშვილი. ისტორიის დოქტორი, პროფესორი. ჟურნალი „ისტორიანი“, №7, 2019 წელი
 
==რესურსები ინტერნეტში==