ნიტრარია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ნიტრარია''' (Nitraria) — ჰალოფილური მცენარეების გვარი ნიტრარიასე...
 
No edit summary
ხაზი 1:
'''ნიტრარია''' (Nitraria) — ჰალოფილური მცენარეების გვარი ნიტრარიასებრთა ოჯახისა. ადრე მიეკუთვნებოდა ორყურასებრთა ოჯახს. ბუჩქებია, ზოგჯერ ეკლიანი, მორიგეობით განლაგებული მთლიანი და ხორციანი ფოთლებით. ყვავილები ორსქესიანია, 5-ნაკვთიანი, მოყვითალო ან თეთრი, ფაშარ ციმოზურ ყვავილედებში; ნაყოფი კურკიანასებური, დიდი ნაწილი წვნიანი. ცნობილია 10-მდე სახეობა. გავრცელებული არიან ევრაზიაში (ევროპაში — მხოლოდ სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში), ჩრდილოეთ აფრიკასა და ავსტრალიაში. საქართველოში გვხვდება შობერის ნიტრარია (''N. schoberi''), რომელიც იზრდება უდაბნოებში, ნახევარუდაბნოებში, იშვიათად სტეპის მლაშე ნიადაგებზე, ადგილ-ადგილ წარმოქმნის სუფთა რაყებს. ნიტრარიას ნაყოფი გამოიყენება შინაური ცხოველებისა და ფრინველების საკვებად, ზოგჯერ საკვებადაც ხმარობენ. მისი ნაცარი შეიცავს პოტაშს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნიტრარია“-დან