დინოზავრები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
იყი
მომხმარებლის 93.177.183.60 ცვლილებების გაუქმება (№4179253)
იარლიყი: გაუქმება
ხაზი 20:
| commons = Dinosauria
}}
'''დინოზავრები''' ({{lang-la|Dinosauria}}) — [[მეზოზოური ჯგუფი|მეზოზოური]] ნამარხი [[ქვეწარმავლები]]ს ზერიგი [[დიაპსიდები]]ს ქვეკლასისა. იყოფა 2 რიგად: [[ხვლიკმენჯა დინოზავრები|ხვლიკმენჯა დინოზავრებად]] და [[ფრინველმენჯა დინოზავრები|ფრინველმენჯა დინოზავრებად]]. უძველესი ი9990ყ8 ოგყგ დინოზავრები ცნობილია შუა [[ტრიასული პერიოდი]]დან. უკანასკნელი წარმომადგენლები კი — [[ცარცული პერიოდი]]ს დამლევიდან. დინოზავრების წინაპრები იყვნენ პრიმიტიული ტრიასული [[არქოზავრები]] — ''[[თეკოდონტები]]''. თავდაპირველად დინოზავრები ხმელეთზე ცხოვრობდნენ და მტაცებლები იყვნენ, მაგრამ ტრიასული პერიოდის დამლევს მათ გამოეყო ''პროზავროპოდები'', რომლებიც როგორც ჩანს, ყველაფრის მჭამელნი იყვნენ. მათგან წარმოიშვნენ გიგანტური მცენარიჭამია ზავროპიდები, რომლებიც საცხოვრებლად გადავიდნენ დიდ კონტინენტურ წყალსატევებში ან ზღვის სანაპირო ზონაში. ტრიასულ პერიოდში გაჩნდნენ ''ჰეტეროდონტოზავრები'', რომლებმაც შესაძლოა დასაბამი მისცეს ფრინველმენჯა დინოზავრებს. ზოგიერთ დინოზავრებს განუვითარდა სხვადასხვა წარმონაქმნი: ქაცები, ძვლოვანი ჯავშანი, რქები. დინოზავრები კვერცხით მრავლდებოდნენ. ფიქრობენ, რომ [[თბილსისხლიანი ცხოველები]] იყვნენ და მაღალი ფიზიოლოგიური ორგანიზაციის ნიშნები ჰქონდათ. დინოზავრები გადაშენდნენ მეზოზოურ და კაინოზოურ ერათა მიჯნაზე. გადაშენების ძირითადი მიზეზი იყო გარემოს გართულება და მკვეთრი შეცვლა. დინოზავრების ნაშთები დღემდე გვხვდება ყველა კონტინენტზე. [[საქართველო]]ში ცარცული პერიოდის დინოზავრების გაქვავებული ნაკვალევი შემორჩენილია [[სათაფლიის კარსტული მღვიმეები|სათაფლიაში]] ([[ქუთაისი]]ს მახლობლად).
{{დროის დიაპაზონი|სახელი=დინოზავრები|მარცხენა საზღვარი=235|მარჯვენა საზღვარი=65}}
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დინოზავრები“-დან