ვაქცინა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 11:
ტერმინი ''ვაქცინა'' და ''ვაქცინაცია'' მომდინარეობს ''Variolae vaccinae''-დან (ძროხის ყვავილი); ეს ტერმინი [[ედუარდ ჯენერი|ედუარდ ჯენერმა]] (რომელმაც შექმნა ვაქცინის კონცეპტი და პირველი ვაქცინა) მოიგონა [[ძროხის ყვავილი]]ს ვირუსის აღსანიშნავად. ეს ფრაზა მან 1798 წელს გამოიყენა თავის წიგნის სათაურში: „კ''ვლევა Variolae vaccinae-ისა, აგრეთვე ცნობილი როგორც ძროხის ყვავილი''“, რომელშიც ის აღწერდა ძროხის ყვავილის ვირუსის დამცავ ეფექტს ყვავილის ვირუსის წინააღმდეგ.<ref name=Baxby1999>{{cite journal | vauthors = Baxby D | title = Edward Jenner's Inquiry; a bicentenary analysis | journal = Vaccine | volume = 17 | issue = 4 | pages = 301–7 | date = January 1999 | pmid = 9987167 | doi = 10.1016/s0264-410x(98)00207-2 }}</ref> 1881 წელს, [[ლუი პასტერი|ლუი პასტერმა]] წამოაყენა წინადადება, რომ ჯენერის პატივსაცემად, ეს ტერმინი უნდა გავრცელებულიყო ახალ დამცავ აცრებზეც, რომლებსაც მაშინ ქმნიდნენ.<ref name=Pasteur1881>{{cite journal|last=Pasteur|first=Louis | name-list-style = vanc |title=Address on the Germ Theory|journal=Lancet|year=1881|volume=118|issue=3024|pages=271–72|doi=10.1016/s0140-6736(02)35739-8}}</ref>
 
==ეფექტები==
არსებობს აბსოლუტური სამეცნიერო კონსენსუსი, რომ ვაქცინები ძალიან უსაფრთხო და ეფექტიანი გზაა ინფექციურ დაავადებებთან საბრძოლველად და მათ ამოსაძირკვად. იმუნური სისტემა ვაქცინის აგენტებს უცხოდ აღიქვამს, ანადგურებს და „იმახსოვრებს“. შემდეგში, როდესაც ის ამ აგენტის ვირუსულ ვერსიას გადაეყრება, ორგანიზმი ვირუსის ცილოვან საფარს სცნობს და შესაბამისად, პასუხის გასაცემადაც უკვე მზად არის; პირველ რიგში ანეიტრალებს სამიზნე აგენტს, იქამდე, ვიდრე ის უჯრედებში შევა, შემდეგ კი ამოიცნობს და ანადგურებს ინფიცირებულ უჯრედებს, იქამდე, ვიდრე აგენტი დიდი ოდენობით გამრავლებას შეძლებს.
 
==რესურსები ინტერნეტში==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვაქცინა“-დან