ახმეტის სამების ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
გასწორდა შეცდომა
იარლიყები: ვიზუალური რედაქტირება რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
 
ხაზი 27:
 
==მცირე ეკლესია==
მცირე ეკლესია დგას სამების ეკლესიის აღმოსავლეთით 3 კილომეტრზემეტრზე, [[დარბაზული ეკლესია|დარბაზულია]] (6 X 4,2 მ), ნაგებია რიყის ქვით. შესასვლელი, სარკმლები და კამარა აგურისაა. კედლები შიგნით და გარედან შელესილი და შეთეთრებულია. შეისრულთაღიანი შესასვლელი დასავლეთიდანაა, კარი შიგნით სწორკუთხა შეღრმავებაშია ჩასმული. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდია, აფსიდის ღერძზე - ვიწრო თაღოვანი სარკმელი. სარკმლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა [[ნიში (არქიტექტურა)|ნიშია]], ხოლო ქვემოთ კედელზე აგურით ნაშენი ტრაპეზია მიდგმული. ერთი თაღოვანი სარკმელია დასავლეთითაც, [[ფრონტონი]]ს არეში. კანკელი (გვიანდელია) აგურისაა. საკურთხეველი გადახურულია წესიერი ფორმის [[კონქი]]თ. დარბაზი - ცილინდრული კამარით.
 
ეკლესიას შირიმის ლავგარდნის პროფილს შეადგენს თაროსა და ლილვს შორის მოქცეული შეზნექილი ზედაპირი. ლავგარდანი რამდენიმე ადგილას ჩამოშლილია და ნალესობითაა შევსებული. დასავლეთ ფასადზე შესასვლელის თაღი მცირედ შეღრმავებულ სწორკუთხა არეშია ჩასმული, რომელსაც აგურის ორი რიგისგან შედგენილი ფრიზი აქვს. ეკლესია გადახურულია ღარიანი კრამიტით.