გარეთუბანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
'''გარეთუბანი''' — [[შუა საუკუნეები]]ს [[თბილისი]]ს უბანი მტკვრის მარჯვენა მხარეს, [[კალი]]ს გალავნის გარეთ, ახლანდელი [[შალვა დადიანი]]ს, [[ალექსანდრე პუშკინი]]სა და [[ნიკოლოზ ბარათაშვილი]]ს ქუჩების ხაზის ჩრდილოეთითა და დასავლეთით - [[სოლოლაკი]]ს ქედსა და [[მტკვარი|მტკვრის]] კალაპოტს შორის (მთაწმინდის რ-ნი). XIII-XV სს. მძიმე საგარეო პოლიტიკური ვითარების გამო შეჩერდა გარეთუბანის შემდგომი განაშენიანება და მისი ქალაქის უბნად გადაქცევა. XVI საუკუნის ბოლოსა და XVII საუკუნის დასაწყისში დაიწყო მისი ხელახალი დასახლება, განსაკუთრებით ქაშვეთის ეკლესიამდე არსებული ტერიტორიის მონაკვეთზე. XVIII საუკუნიდან აქ გაჩნდა ფეოდალური არისტოკრატიის სასახლეები. გარეთუბანის მთავარი ქუჩა იყო ე. წ. ,,დიღმის„დიღმის გზაგზა“'' (ახლანდელი [[რუსთაველის პროსპექტი]]), რომლის ორივე მხარეს თბილისელებს ბაღ-ვენახები ჰქონდათ გაშენებული. გარეთუბანი იყოფოდა რამდენიმე მიკროუბნად:
 
1. მუხრანბატონების უბანი - ავანაანთხევის ორივე მხარეს, მტკვრის სანაპიროდან (ახლანდ. ჩახრუხაძისა და ნ. ბარათაშვილის ქუჩების კუთხემდე და [[ვანქი]]ს უბნამდე.
ხაზი 5:
2. ვანქის უბანი - ვანქის მონასტრის მიდამოები (ახლანდელი [[გიორგი ათონელი]]ს ქუჩის დასაწყისი, მტკვრის ქუჩამდე);
 
3. [[ორბელიანები]]ს უბანი - ვანქის უბნიდან ,,გარეთუბნის„გარეთუბნის მოედნამდემოედნამდე“'' ანუ ყაბახამდე (ასპარეზი) ჩრდილოეთით და მტკვრამდე აღმოსავლეთით;
 
4. [[შუა კარი]]ს უბანი - ,,დიღმის„დიღმის გზისაგზისა“'' და ,,შუა„შუა კარის გზისგზის“'' მიდამოები - ახლანდ. ა. პუშკინისა და ნ. ვაჩნაძის ქუჩებს, რუსთაველის პროსპექტისა და თავისუფლების მოედანს შორის. XVIII საუკუნის [[20]]-იან წლებში [[ოსმალები|ოსმალებმა]] გააპარტახეს და აქაური მოსახლეობა ქალაქში გადასახლდა;
 
60-70-იან წლებში კვლავ იწყო მისი დასახლება. [[ქართლ-კახეთი]]ს [[რუსეთი|რუსეთთან]] შეერთების ([[1801]]) შემდეგ ქალაქის ტერიტორია 3 ნაწილად გაიყო, ერთი მათგანი იყო გარეთუბანი ანუ ე.წ. ,,პირველი„პირველი ნაწილინაწილი“'', თავად ,,პირველი„პირველი ნაწილინაწილი“'' სამ კვარტალად დაიყო. ამ პერიოდიდან გარეთუბანში გაჰყავდათ ახალი ქუჩები, აგებდნენ ევროპული ტიპის შენობებს. გარეთუბნის ცენტრი ქმნიდა მოედანს, რასაც [[1828]] ,,[[ერევანსკის მოედანი]]'' (ახლანდელი თავისუფლების მოედანი) ეწოდა. 50-იან წლებში ასპარეზის ტერიტორიაზე გაშენდა [[ალექსანდრეს ბაღი]]; ამ დროისათვის გარეთუბანი ახლანდელი ძმები კაკაბეძეების ქუჩამდე აღწევდა. XIX საუკუნის 60-იანი წლებიდან ქალაქის ოფიციალურ [[ტოპონიმიკა]]ში გარეთუბანი აღარ იხსენიება.
 
==ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გარეთუბანი“-დან