ჯუზეპე ვერდი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
213.200.15.75-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა 95.104.87.48-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 20:
}}
'''ჯუზეპე ფორტუნინო ფრანჩესკო ვერდი''' ({{lang-it|Giuseppe Fortunino Francesco Verdi}}; დ. [[10 ოქტომბერი]], [[1813]] — გ. [[27 იანვარი]], [[1901]]) — [[იტალიელები|იტალიელი]] [[კომპოზიტორი]]; [[XIX საუკუნე|XIX საუკუნის]] [[იტალიური ოპერა|იტალიური ოპერის]] ყველაზე გავლენიანი ხელოვანი. მისი ნამუშევრები ხშირად იდგმება მსოფლიოს ყველა [[საოპერო თეატრი|საოპერო თეატრში]].
 
== შემოქმედება ==
პირველი ცდები კომპოზიციაში [[1828]] წელს განეკუთვნება (უვერტიურები, მარშები სასულე ორკესტრისთვის, საფორტეპიანო პიესები). [[1833]] ვერდი ქალაქის სასულე ორკესტრის დირიჟორია, [[1836]] წელს ხელმძღვანელობს ფილარმონიულ საზ-ბას ბუსეტოში. [[1839]] მილანში დაიდგა ვერდის პირველი ოპერა „ობერტო, გრაფი ბონიფაჩო“, რომელიც საზოგადოებამ თბილად მიიღო. [[1840]] ოპერა „[[მეფე ერთი საათით (ოპერა)|მეფე ერთი საათით ანუ ცრუსტანისლავის]]“ წარუმატებელი დადგმის შემდეგ ვერდიმ ზედიზედ დაწერა ორი ოპერა — „[[ნაბუკო]]“ („ნაბუქუდონოსორი“, [[1841]], დაიდგა [[1842]]) და „ლომბარდიელები ჯვაროსნულ ლაშქრობაში“ (1842, დაიდგა [[1843]], ფრანგ. რედაქცია „[[იერუსალიმი (ოპერა)|იერუსალიმი]]“, [[1847]]). ჰეროიკულ-რევოლუციური პათოსით გამსჭვალულ ოპერებს იტალიაში აღტაცებით შეხვდნენ, ხშირად ოპერის შემდეგ იმართებოდა პოლიტიკური მანიფესტაციები. 1842-49 ვერდიმ ცამეტი ოპერა დაწერა, მ. შ. „ერნანი“ ([[1844]]), „ატილა“ ([[1846]]), „[[მაკბეთი |მაკბეთი]]“ ([[1847]]), „ლუიზა მილერი“ ([[1849]]). ვერდის პატრიოტულმა განწყობილებებმა გამოხატულება ჰპოვა [[1848]] დაწერილ ჰიმნში „იჟღერე, საყვირო“ (გ. მამელის ტექსტზე). ვერდის სახელი მოუხვეჭა 50-იან წლებში შექმნილმა ოპერებმა „[[რიგოლეტო (ოპერა)|რიგოლეტომ]]“ ([[1851]], [[ვიქტორ ჰიუგო|ვიქტორ ჰიუგოს]] დრამის „ხელმწიფე ერთობა“ მიხედვით), „[[ტრუბადური (ოპერა)|ტრუბადურმა]]“ ([[1852]], დაიდგა [[1853]]), „[[ტრავიატა (ოპერა)|ტრავიატა]]მ“ (1853, დიუმა შვილის დრამის -„ქალი კამელიებით“ მიხედვით). ამ ოპერებში რომანტიკული ტენდენციები ადგილს უთმობს მკაფიო რეალიზმს, ღრმა ფსიქოლოგიზმს. კომპოზიტორის ყურადღების ცენტრშია უბრალო ადამიანების ბედი (ვიოლეტა, რიგოლეტო, აზუჩენა), სოციალური უთანასწორობა, წოდებრივი გადმონაშთები. ვერდის რეალისტური ხელოვნება ხშირად მახვილ, კრიტიკულ ხასიათს იძენს. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ზრდასთან დაკავშირებით, 50-60-იან წლებში შექმნილ ოპერებში ვერდი კვლავ ჰეროიკულ სიუჟეტებს მიმართავს, რომლებშიც გმირების პირადი ბედი მჭიდროდაა გადახლართული პოლიტიკურ მოვლენებთან („სიცილიური მწუხრი“, [[1854]], დაიდგა [[1855]]) „სიმონ ბოკანერგა“ ([[1857]], მე-2 რედაქცია [[1881]]); „[[ბალ-მასკარადი]]“ ([[1859]]). 1862 [[პეტერბურგის მარინინის თეატრი]]ს დაკვეთით დაწერა ოპერა „[[ბედისწერის ძალა (ოპერა)|ბედისწერის ძალა]]“ (მე-2 რედაქცია [[1869]]). ოპერის დაწერასთან დაკავშირებით ვერდი ორჯერ ეწვია [[რუსეთი|რუსეთს]] ([[1861]], [[1862]]). [[1866]] პარიზის თეატრ „გრანდ ოპერასთვის“ დაწერა ოპერა „[[დონ კარლოსი (ოპერა)|დონ კარლოსი]]“ (დაიდგა [[1867]], მე-2 რედაქცია იტალ. ლიბრეტოთი [[1884]]). [[1870]] ვერდიმ დაწერა საოპერო ხელოვნების ერთ-ერთი მშვენიერი ოპერა „აიდა“ (დაიდგა 1871, კაირო). ოპერაში აღმოსავლური ეგზოტიკა, თეატრალური ბრწყინვალება და პომპეზურობა შერწყმულია ღრმა ფსიქოლოგიზმთან და დრამატიზმთან. შემდგომ 15 წელიწადში ვერდის არ დაუწერია არც ერთი ოპერა. იტალიელი მწერლის [[ალესანდრო მანძონი]]ს ხსოვნის აღსანიშნავად შექმნა „[[რეკვიემი (ვერდი)|რეკვიემი]]“ ([[1874]]), რამდენიმე ვოკალური ნაწარმოები. რეალისტური ხელოვნების შედევრს და ფსიქოლოგიურ-მუსიკალური დრამის უბრწყინვალეს ნიმუშს წარმოადგენს ოპერა „[[ოტელო (ვერდის ოპერა)|ოტელო]]“ ([[1886]], დაიდგა [[1887]]). ვერდის უკანასკნელი ოპერა „ფალსტაფი“ გონებამახვილური, კომიკური, იტალიური ოპერა-ბუფის ჟანრის ნაწარმოებია განახლებულ მუსიკალურ-დრამატულ საფუძველზე ([[უილიამ შექსპირი]]ს კომედიის „უინძირელი მხიარული ქალების“ მიხედვით, [[1892]], დაიდგა [[1893]]). მუსიკის ისტორიაში ვერდი შევიდა როგორც საოპერო ხელოვნების რეფორმატორი, უდიდესი კომპოზიტორ-რეალისტი. იდეურ-მხატვრულმა სიმდიდრემ, ჰუმანურობამ, იტალიურ ეროვნულ-დემოკრატიულ კულტურასთან კავშირმა განაპირობა ვერდის ოპერების პოპულარობა მთელ მსოფლიოში. იტალიურ ბელკანტოს პრინციპებზე დაყრდნობით, ვერდიმ თავისი ოპერების ვოკალური მელოდიკა გაამდიდრა დრამატიზმითა და ჰეროიკული ინტონაციებით. კომპოზიტორმა მნიშვნელოვნად შეცვალა ტრადიციული იტალიური ოპერის ხასიათი და სტრუქტურა. სასიმღერო არიისა და დეკლამაციური პრინციპების შერწყმით მან შექმნა თავისი „შერეული“ ვოკალური სტილი, რომელიც საფუძვლად დაედო მონოლოგისა და დიალოგის თავისუფალ ფორმას ოპერაში. დრამატული განვითარების მნიშვნელოვან რგოლს ვერდისთან წარმოადგენს დიდი ვოკალური სცენები. ვერდის საუკეთესო ოპერებში მნიშვნელოვანი დრამატურგიული დატვირთვა ორკესტრს აწევს, თუმცა კომპოზიტორისთვის მთავარი მაინც ვოკალური საწყისის პრიორიტეტია. „ხმა და მელოდია ჩემთვის ყოველთვის ყველაზე მთავარი იქნება“ , ამბობდა ვერდი. მან დაწერა 26 ოპერა (აქედან 6 ორი რედაქციით), კანტატები, მ. შ. „ერის ჰიმნი“ ([[1862]]), სასულიერო ნაწარმოებები „რეკვიემი“ (1862), Te Deum ([[1869]]), Stabat Mater ([[1897]]), სიმებიანი კვარტეტი ([[1873]]), ვოკალური ანსამბლები, რომანსები, სიმღერები და სხვა.
 
== იხილეთ აგრეთვე ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯუზეპე_ვერდი“-დან