ციციშვილების ციხე-დარბაზი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
'''ციციშვილების ციხე-დარბაზი''' — [[არქიტექტურა|არქიტექტურული]] ძეგლი [[მცხეთის მუნიციპალიტეტი]]ს სოფელ [[ქვემო ნიჩბისი|ქვემო ნიჩბისში]]. მდებარეობს სოფლის ჩრდილოეთით, მდინარე ნიჩბურის მარჯვენა ნაპირას, ფერდობზე. აგებულია [[XVII საუკუნე]]ში. სასახლე ეკუთვნოდა ციციშვილების საგვარეულოს. კომპლექსში შედიოდა კოშკებიანი გალავანი, სასახლე, ეკლესია და აბანო. ამჟამად შემორჩენილია ზლიერძლიერ დაზიანებული გალავანი და აბანო. საშენ მასალად გამოყენებულია ნატეხი ქვა.
 
გალავანი ოთკუთხაა, ყველაზე კარგად შემნახულია მისი სამხრეთის კედელი. გალავნის ქვედა ნაწილი ყრუა, ზედა ნაწილში განლაგებულია ცალმაგი სათოფურები და ოთხკუთხა სალოდეები. გალავანში ჩართულია კოშკები. აღმოსავლეთის კედელში ორი კოშკია — სამხრეთისა და ჩრდილოეთის კუთხეში.
ხაზი 5:
ეზოში სამსართულიანი ოთხკუთხა კოშკი დგას, რომელსაც შესასვლელი მეორე სართულზე აქვს. კოშკის ზედა სართულების კედლებში სათოფურებია დატანებული.
 
აბანო გალავნის ჩრდილო-აღმოსავლეთ მონაკვეთშია. პატარა ტამბური კარით უკავშირდება სფერული კამარით გადახურულ მოსაცდელ-გასახდელს. მის კედლებში ნიშები და ბუხარია, ხოლო ცენტრში — აუზი. გასახდელი გადის ტალანში, რომლის ბოლოში პატარა დამხმარე სათავსებია. ტალანიდან საბანაო ოთახში შეიძლება შესვლა. საბანაო ოთახის იატაკი ცოტა აწეულია და მის ცენტრალურ ნაწილში ღრმა აუზია. აუზში წყალი აუზშიჩაედინებოდა კედელში მოწყობილი ნიშიდან ჩაედინებოდა. მილებით აბანოში შეყვანილი იყო წყაროს წყალი მილებით.
 
ციციშვილების ციხე-დარბაზს [[2019]] წლის 29 მაისს, საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად მიენიჭა [[ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლების სია|ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის]] კატეგორია<ref>[https://matsne.gov.ge/ka/document/view/4573951?publication=0 საქართველოს მთავრობის დადგენილება №254, 2019 წლის 29 მაისი, ქ. თბილისი, კულტურული მემკვიდრეობის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის განსაზღვრის თაობაზე]</ref>.