მომხმარებელი:Lasha-george/სავარჯიშო: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 6:
 
სია ჩვეულებრივ უკავშირდება [[საქართველოს სამეფო]] ტახტზე [[ბაგრატიონთა დინასტია|ბაგრატიონთა დინასტიის]] ფუძემდებელს, მეფე ბაგრატ III (II)-ეს, რომელიც ხელისუფლებაში აფხაზთა მეფის ხარისხში მოვიდა 978 წელს. ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ბაგრატ III-ეს შეეძლო შეედგინა სია, აფხაზეთის ტახტზე მისი უფლებების მხარდასაჭერად.
{{ციტირება|აფხაზეთი ერისთავები, იყვნენ ბერძენთაგან დადგენილნი, მაგრამ ვინ იყვნენ იგინი არ ვიცით. ამ ერისთავებზე, რომელთაც დროს განმავლობაში მეფის ხარისხი მიითვისეს, ჩვენა გვაქვს ორ-გვარი ცნობები: ქ-ცხბისა და იერუსალიმის პატრიარხის [[:en:Dositheos II of Jerusalem|დოსითეოსისა]], რომელიც ორჯელ იყო [[საქართველო XVII საუკუნეში|მე-XVII საუკ. საქართველოში]] და თავის თქმულებას აფხაზეთის მეფებზე აფუძნებს, როგორც თვითონ გვიამბობს, [[ბაგრატ II (აფხაზთა მეფე)|ბაგრატ მეფისაგან]] 992 წ. შედგენილს „[[აფხაზეთის ისტორია]]ზე“. ამ „აფხაზეთის ისტორიაში“ მოხსენებულნი არიან აფხაზეთის ერისთავთ წინაპარნი, რომელთაც ქ-ცხბა არ მოიხსენებს და რომელთაც ბერძნული სახელები აქვთ, ესე იგი: [[ანოსი|ანოს]], გოზარ, იუსტინიან, ჶილიკტოს და კაპარუკ: შემდეგნი კი ქ-ცხბისგან ხსენებულს სახელებს ეთანხმებიან (''Addit. à l’ H. de la G.'', 1851 p. 173–175.—М. С., ''Руководство къ познанїю Кавказа'', 1847, кн. I, стр. 1–30).<ref>[https://elfiles.emis.ge/uploads/33756/conversions/Vaxushti_Saqartvelos_Istoria_Nawili_Pirveli-compressed.pdf ვახუშტი „საქართველოს ისტორია“], გამოცემა გ. დ. ქართველიშვილისა. განმარტებული და შევსებული ახლად შეძენილის არხეოლოგიურისა და ისტორიულის ცნობებით დ. ზ. ბაქრაძის მიერ. ტფილისი, 1885. გვ. 133. აფხაზეთი, აფხაზეთის მეფენი.</ref>}}
 
სიაში თანმიმდევრულად ჩამოთვლილია 22 მმართველი ანოსიდან ბაგრატ III-მდე. მათ მინიჭებული აქვთ „მეფის“ წოდება (აფხაზთა მეფე), თუმცა, 780 წლამდე მათი მმართველები [[ბიზანტიის იმპერია|ბიზანტიის]] მმართველების მიერ ინიშნებოდნენ. ორი მეფე შავლიანების კლანიდან (878–887) ამოღებულ იქნენ სიიდან, რადგან ისინი, როგორც ჩანს, უზურპატორები იყვნენ.