ჯეიმზ კუკი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary |
|||
ხაზი 16:
ინგლისელი მეზღვაური ჯეიმზ კუკი 1728 წელს სოფელ [[მარტონი|მარტონში]] ([[იორკშირის საგრაფო]]) ღარიბ ოჯახში დაიბადა. მამამისი დაქირავებული მუშა იყო, რომელიც მდიდარი ინგლისელების მამულებში მიწას ამუშავებდა. პატარა ჯეიმზს ბავშვობიდანვე მოუწია მძიმე სამუშაოების შესრულება. 7 წლის ასაკში ის მამასთან ერთად მუშაობდა. პარალელურად ჯეიმზი სკოლაშიც დადიოდა, სადაც წერა-კითხვა ისწავლა. 17 წლის ასაკში კი ის ერთ-ერთ ზღვისპირა სოფელში [[თევზი]]ს გამყიდველის შეგირდად მოეწყო. სწორედ აქ დაინახა მან პირველად [[ზღვა]].
ჯეიმზი ზღვით მოიხიბლა. საზღვაო მოგზაურობაში წასვლის სურვილი მას ერთი წუთითაც არ ტოვებდა. საკუთარი მიზნის მისაღწევად კუკი ყველაფერზე იყო მზად. თავდაპირველად ის ნახშირის გადამზიდავ გემზე [[იუნგა]]დ მოეწყო. აქ მან კაპიტნის თანაშემწეს წოდებას მიაღწია. თავისუფალ დროს კუკი თვითგანათლებასა და საზღვაო საქმის ნიუანსების შესწავლას უთმობდა. [[1755]] წელს მან [[ბრიტანეთი]]ს სამხედრო უწყებასთან კონტრაქტი გააფორმა და მატროსის რანგში დაიწყო სამსახური. ორი წლის შემდეგ ჯეიმზ კუკი სამხედრო გემის შტურმანი გახდა. კუკის აღმასვლა ამით არ დასრულებულა. მან ოცნება აისრულა და კაპიტნის წოდება მიიღო. ის მნიშვნელოვანი სამეცნიერო ექსპედიციის მეთაურად დაინიშნა. [[1762]]-[[1767]] წლებში მან კუნძულ [[ნიუფაუნდლენდი]]ს სანაპიროები, [[წმინდა
== იდუმალი მისიები ==
|