ბაბიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
გადარჩენა 0 წყაროების და მონიშვნა 2 მკვდრად.) #IABot (v2.0.8
No edit summary
ხაზი 11:
 
== ბაბიდების აჯანყებები ==
სახალხო ანტიფეოდალური აჯანყებები [[ირანი|ირანში]] 1848-1852 წლებში. მიმართული იყო უცხო კაპიტალის შემოჭრის წინააღმედ. აჯანყებებში აქტიურად მონაწილეობდნენ გლეხები, ხელოსნები, ქალაქის ღატაკი ფენები და წვრილი ვაჭრები. ხელმძღვანელები იყვნენ სამღვდელოების დაბალი ფენიდან და წვრილი ვაჭრთა წრიდან გამოსული ბაბიდების სექტის წევრები. აჯანყებულთა მთავარი მოთხოვნა იყო თემური საკუთრების აღდგენა. ბაბიდების აჯანყების მონაწილეები მიზნად ისახავდნენ სამართლიანობისა და თანასწორობის სამეფოს შექმნას, სადაც არ იქნებოდა ადამიანის ექსპლოატაციაექსპლუატაცია. ბაბიდების პირველი აჯანყება მოხდა [[მაზანდარანის ოსტანი|მაზანდარანში]] 1848 წლის სექტემბერში. მოლების [[მოჰამედ ალი პარფორუმისა]] და [[ჰუსეინ ბოშრუს]] ხელმძღვანელობით. 2000 აჯანყებულმა შექმნა გამაგრებული ბანაკი ქალაქ ბარფორუმის სამხრეთ-აღმოსავლეთით. მათ სცადეს თავიანთი იდეების პრაქტიკაში განხორციელება-შემოიღეს ქონებრივი თანასწორობა. 1849 წლის მაისში აჯანყება ჩაახშვეს. მეორე აჯანყებას (1850 წელს ივნის-დეკემბერში [[ზენჯანის ოსტანი|ზანჯანში]]) [[შაჰი|შაჰის]] ჯარები სასტიკად გაუსწორდნენ. მესამე აჯანყების (1850 წლის ივნისში ) ჩაქრობის შემდეგ ბაბიდების რაზმები [[ფარსის რაიონი|ფარსის]] მთებში განაგრძობდნენ შეიარაღებულ ბრძოლას. 1852 წლის აგვისტოში ბაბიდებმა უშედეგოდ სცადეს მოეკლათ [[შაჰი]] -ნასრ ედ-დინი. ხელისუფლებამ ბევრი მათგანი სიკვდილით დასაჯა.
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბაბიზმი“-დან