ფარფლფეხიანები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 20:
| ვიქსიკონი =
}}
'''ფარფლფეხიანები''' ({{lang-la|Pinnipedia}}), ასევე ცნობილი, როგორც '''სელაპები''' — წყლის [[ძუძუმწოვრები]]ს ჯგუფი. მათი სხეული თითისტარისებურია. უმეტესობა შემოსილია უხეში [[ფაცახი]]თ. [[თივთიკი]] არა აქვთ. [[კუდი]] მოკლეა. ხუთთითიანი კიდურები [[ფარფლები|ფარფლებადაა]] გარდაქმნილი. ზოგის კანქვეშა ცხიმის სისქე 8 [[სმ]] აღწევს. აქვთ 18-იდან ([[მორჟი |მორჟები]]) 38-მდე ([[ყურებიანი სელაპები]]) კბილი, მძლავრი ეშვები, კარგად განვითარებული თავის ტვინი. ფარფლფეხიანები წყალში კარგად ხედავენ, გრძნობენ ბგერებსა და სუნს. ნესტოები იხსნება მხოლოდ ამოსუნთქვისა და ჩასუნთქვის დროს. ფარფლფეხიანებს ხანგრძლივად შეუძლიათ წყალქვეშ ყოფნა. წყალში საკმაოდ სწრაფად, ხოლო ხმელეთზე მოუხეშავად მოძრაობენ. იკვებებიან [[თევზები]]თ, [[მოლუსკები]]თ, [[კიბოსნაირნი|კიბოსნაირებით]] და სხვა. ყვინთვის დროს პულსი კლებულობს (წუთში 55—180-იდან 4—15-მდე). სხეულის ტემპერატურაა 36—37°C. ფარფლფეხიანები უფრო მეტ დროს [[წყალი|წყალში]] ატარებენ, დროდადრო ზედაპირზე ამოტივტივდებიან ან ნაპირზე გამოდიან დასასვენებლად. განსაკუთრებით გამრავლების დროს, დედალი [[სელაპები]], [[ზღვის კატა|ზღვის კატები]] და ზოგიერთი სხვა ფარფლფეხიანები სქესობრივად მწიფდებიან 3 წლისა, მორჟი — 6 წლისა. მამლები კი ერთი წლის დაგვიანებით აღწევენ სქესობრივ სიმწიფეს. მაკეობა გრძელდება 8—12 [[თვე]]მდე. შობენ ერთ (იშვიათად ორ) ნაშიერს. [[რძე]] დაახლოებით 36—52%-მდე ცხიმს შეიცავს. ფარფლფეხიანები მეტწილად გავრცელებული არიან [[ჩრდილოეთ ნახევარსფერო|ჩრდილოეთ]] და [[სამხრეთ ნახევარსფერო]]ს ცივი და [[ზომიერი სარტყლები|ზომიერი სარტყლების]] ზღვებში. თითო სახეობა მოიპოვება [[კასპიის ზღვა]]ში, [[ბაიკალის ტბა|ბაიკალის]], [[ლადოგის ტბა|ლადოგისა]] და [[საიმა|საიმის]] ტბებში. ფარფლფეხიანების უმრავლებობა ხროვად ცხოვრობს და ყინულოვან სანაპიროებზე ქმნის საკმაოდ ფართო საწოლარებს.

ერთიანდებიან 20 [[გვარი (ბიოლოგია)|გვარსა]] და 3 [[ოჯახი (ბიოლოგია)|ოჯახში]] ([[მორჟისებრნი]], [[ყურებიანი სელაპები]] და [[ნამდვილი სელაპები]]). მრავალ მათგანს სარეწაო მნიშვნელობა აქვს. [[ხმელთაშუა ზღვა]]ში ბინადრობს [[თეთრმუცელა სელაპი]], რომელიც ზოგჯერ [[შავი ზღვა|შავ ზღვა]]ში შედის და იშვიათად [[საქართველო]]ს სანაპიროსთანაც გვხვდება. იგი მცირერიცხოვანი და გადაშენების გზაზე მდგომი სახეობაა, შეტანილია „[[წითელი წიგნი|წითელ წიგნში]]“.
 
ნამდვილ სელაპებს (Phocidae) ყურის ნიჟარები არ გააჩნიათ, მათი ორივე წყვილი კიდური გარდაქმნილია ფარფლებად და ბრჭყალებით ბოლოვდება. უკანა [[ფარფლები]] უკნისაკენაა მიმართული და წყალში სამოძრაო აპარატს წარმოადგენს. აერთიანებს 12 [[გვარი (ბიოლოგია)|გვარი]]ს 20-მდე [[სახეობა]]ს. ფართოდ არიან გავრცელებული; განსაკუთრებით ბევრია პოლარული წრის განედებში.