ერისმთავარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
 
ხაზი 14:
* [[გუარამი]] ([[კურაპალატი]]) — VI საუკუნის ბოლოს, VII საუკუნის 1-ელ მეოთხედში მან დაიწყო და დაასრულა [[მცხეთის ჯვარი|მცხეთის ჯვრის]] მშენებლობა, აგრეთვე საფუძველი ჩაუყარა ტფილისისა და სიონის მშენებლობას, რომელიც დაასრულა ადარნასე ბაკურის ძემ 626 წელს. გუარამი გახდება მთავარი გმირი შემდგომში ფართოდ გავრცელებული ლეგენდისა, ბიბლიური დავითისა და სოლომონისაგან ბაგრატიონთა საგვარეულოს წარმომავლობის შესახებ: დავით-სოლომონის ღვთისთესლიერი ნაკადიდან შვიდი ძმის მოსვლა, ამათგან სამი სომხეთში დარჩა „[[ბაგრატუნები|სომეხ ბაგრატუნიანთა]]“ შტოდ, ხოლო ოთხი საქართველოში მოვიდა „[[ბაგრატიონები|ქართველ ბაგრატოვანთა]]“ მამამთავრებად. სწორედ ამ ოთხი ძმათაგან იყო გუარამი, ქართლის პირველი ერისმთავარი და ქართველ [[ბაგრატიონთა დინასტია|ბაგრატიონთა დინასტიის]] მამამთავარი.
* [[სტეფანოზ I]] გუარამის ძე, ქართლის ერისმთავარი მამამისის შემდგომ, VII საუკუნის 1-ელ მეოთხედში. 626 წელს ქართლს შემოესივნენ ბიზანტიელები, [[ჰერაკლე (ბიზანტია)|ჰერაკლე კეისარის]] სარდლობით და [[ხაზარები]] [[ჯაბღუ-ხაკანი|ჯიბღუ ხაკანის]] წინამძღოლობით. ტფილისის კედლებთან გამართულ სასტიკ ბრძოლაში სტეფანოზი გმირული სიკვდილით დაეცა. მომდევნო წელს ხაზარებმა აიკლეს და აიღეს ტფილისი.
* ადარნასე ბაკურის ძე, ქართლის ერისმთავარი სტეფანოზ I-ის შემდეგ, 626 წლიდან. მან დაასრულა მცხეთის ჯვრისა და [[თბილისისსიონის სიონიტაძარი|ტფილისის სიონის]] ტაძართა მშენებლობა.
* [[სტეფანოზ II]] ადარნასეს ძე — VII საუკუნის 40-50-იანი - 80-90-იან წლებში.
* [[ნერსე I]] — VII საუკუნის 80-90-იანი და VIII საუკუნის 30-40-იანი წლები.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ერისმთავარი“-დან