ანტონიო ვივალდი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Health improves-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Otogi-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
No edit summary
ხაზი 29:
სწორედ ამ პერიოდში დაწერა ანტონიო ვივალდიმ ცნობილი წელიწადის დროები, რომელიც წარმოადგენს ვიოლინოს 4 კონცერტს. როგორც ირკვევა ამ მუსიკის დაწერის შთაგონების წყაროს წარმოადგენდა მანტუას ირგვლივ მდებარე ლამაზი სოფლის გარემო. ამ ნაწარმოებმა მოახდინა რევოლუცია მუსიკალურ კონცეფციაში. მათში გენიალურმა კომპოზიტორმა ნათლად დახატა ნაკადულის ჩხრიალი, ჩიტების ჭიკჭიკი, ძაღლების ყაფა, მეცხვარეთა შეძახილები, შტორმი, წყნარი ღამეები, გაყინული პიეზაჟები, ცეცხლის ციალი. ყველა ეს სცენა თვალნათლივ წარმოგვიდგება ხოლმე ამ გენიალური მუსიკის მოსმენისას.
 
თავისი კარიერის ზენიტში კომპოზიტორმა დაწერა საქორწილო კანტანტა ''Gloria e Imeneo'' (RV 687), სპეციალურად [[ლუი XV]]-ის ქორწინებისადმი მიძღვნილი და La Cetra მიძღვნილი იმპერატორ [[ჩარლზ VI]]-სადმი. [[1728]] წელს ის პირადად შეხვდა იმპერატორს ტრიესტში, პორტის მშენებლობაზე ჩამოსულს. ჩარლზი ისე მოხიბლული იყო "წითელი„წითელი მღვდლის"მღვდლის“ მუსიკით, რომ ის იმ დღეს იმაზე მეტი ესაუბრა კომპოზიტორს, ვიდრე ალბათ ყველა მინისტრს ორი წლის მანძილზე. მან ვივალდს მიანიჭა რაინდი წოდება, ოქროს მედალი და მიიწვია ვენაში. თავის მხრივ კომპოზიტორმა იმპერატორს გადასცა La Cetra-ს ხელნაწერის ასლი.
 
[[1730]] წელს მამის თანხლებით ვივალდი მოგზაურობს ვენასა და პრაღაში, სადაც დაიდგა მისი ოპერა Farnace. იმ პერიოდის სხვა კომპოზიტორთა მსგავსად ვივალდიც სიცოცხლის ბოლო წლებში განიცდიდა ფინანსურ გაჭირვებას. მისი ნაწარმოებები უკვე აღარ სარგებლობდნენ პოპულარობით, მუსიკალური გემოვნების ცვალებადობამ ისინი მალე მოდიდან გადასული გახადა. რის გამოც ვივალდი იძულებული გახდა თავის ხელნაწერთა უმრავლესობა მეტად დაბალ ფასში გაეყიდა, რათა ვენაში თავისი ცხოვრება უზრუნველეყო. დღემდე უცნობია ვივალდის ვენეციიდან წასვლის მიზეზი. თუმცა მკვლევართა ნაწილი ვარაუდობა, რომ იგი ვენაში იმპერატორთან შესახვედრად გაემგზავრა, თუმც მისი ვენაში ჩასვლიდან მოკლე ხანში იმპერატორი გარდაიცვალა. უიღბლობის ამ მძიმე დარტყმამ კომპოზიტორი ვენაში შემოსავლის წყაროსა და იმპერატორის მფარველობის გარეშე დატოვა.