იგორ გიორგაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 37:
იგორ გიორგაძე დაიბადა 1950 წლის 23 ივნისს ქალაქ ზაისანში (აღმოსავლეთ ყაზახეთის ოლქი, საბჭოთა კავშირისა და ჩინეთის საზღვარი) მესაზღვრე-ოფიცრის ოჯახში. მამა — [[პანტელეიმონ გიორგაძე]] 1994 წლის სექტემბრიდან გარდაცვალებამდე იყო საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიის ლიდერი. იგორ გიორგაძემ 1967 წელს წარმატებით დაამთავრა საშუალო სკოლა. მიღებული აქვს ასევე მუსიკალური განათლება ვიოლინოს კლასში. 1968 წლის 29 ივლისიდან 1973 წლის 29 იანვრამდე სწავლობდა მოსკოვში, საბჭოთა კავშირის სუკ-ის უმაღლეს სკოლაში კონტრდაზვერვის ფაკულტეტზე. მიღებული აქვს იურისტ-სამართალმცოდნის კვალიფიკაცია უცხოური ენების ცოდნით.
 
1973 წლიდან სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (სუკ-ის) თანამშრომელია. [[1977]] და [[1988]] წლებში გაიარა სუკ-ის სპეციალური კურსები. [[1980]]-81[[1981]] წლებში მონაწილეობდა საბჭოთა უშიშროების სპეციალური დანიშნულების რაზმ „კასკადის“ საბრძოლო ოპერაციებში [[ყანდაარი|ყანდაარში]], [[ავღანეთი|ავღანეთში]]. [[1973]] წლის 6 აპრილიდან 25 ივნისამდე მუშაობდა საქართველოს სსრ სუკ-ის ოპერატიულ-ტექნიკური განყოფილების მე-2 ქვეგანყოფილების ოპერრწმუნებულად, 1973 წლის 25 ივნისიდან 1975 წლის 18 აგვისტომდე — სუკ-ის პირველი განყოფილების პირველი ქვეგანყოფილების ოპერრწმუნებულად, [[1975]] წლის 18 აგვისტოდან 1977 წლის 19 დეკემბრამდე — სუკ-ის მე-2 განყოფილების მე-2 ქვეგანყოფილების ოპერრწმუნებულად, [[1977]] წლის 19 დეკემბრიდან [[1979]] წლის 19 ივნისამდე — სუკ-ის მე-2 განყოფილების მე-2 ქვეგანყოფილების უფროს ოპერრწმუნებულად, 1979 წლის 19 ივნისიდან 1980 წლის 23 აპრილამდე — სუკის მე-2 განყოფილების პირველი ქვეგანყოფილების უფროსის მოადგილედ, 1980 წლის 23 აპრილიდან 1982 წლის 6 სექტემბრამდე — სუკ-ის მე-2 განყოფილების მე-3 ქვეგანყოფილების უფროსად, 1982 წლის 6 სექტემბრიდან 1984 წლის 29 მარტამდე — სუკ-ის მე-2 განყოფილების მე-2 ქვეგანყოფილების უფროსად, [[1984]] წლის 29 მარტიდან 1985 წლის 19 ნოემბრამდე — სუკ-ის მე-2 განყოფილების უფროსის მოადგილედ, [[1985]] წლის 19 ნოემბრიდან 1986 წლის 14 ოქტომბრამდე — სუკ-ის ახალციხის რაიონული განყოფილების უფროსად, [[1986]] წლის 14 ოქტომბ- 127 რიდანოქტომბრიდან 26 ნოემბრამდე — სუკ-ის ქ. ფოთის საქალაქო განყოფილების უფროსის მოვალეობის დროებით შემსრულებლად, [[1986]] წლის 26 ნოემბრიდან 1990 წლის 6 მარტამდე — სუკ-ის ქ. ფოთის საქალაქო განყოფილების უფროსად, [[1990]] წლის 6 მარტიდან 1992 წლის 31 იანვრამდე — სუკ-ის მეორე განყოფილების უფროსად, [[1992]] წლის 31 იანვრიდან 1 ივნისამდე — საქართველოს რესპუბლიკის უშიშროების სამინისტროს კონტრდაზვერვის სამმართველოს უფროსად, 1992 წლის 1 ივნისიდან 28 დეკემბრამდე საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს სპეცდანიშნულების მთავარი სამმართველოს უფროსის პირველ მოადგილედ, კონტრდაზვერვის სამმართველოს უფროსად, [[1992]] წლის 28 დეკემბრიდან 1993 წლის 14 ივნისამდე — საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილედ — მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსად, 1993 წლის 14 ივნისიდან 11 ოქტომბრამდე — საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ. 1993 წლის 11 ოქტომბრიდან 13 ოქტომბრამდე იყო საქართველოს რესპუბლიკის საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის უფროსი, [[1993]] წლის 13 ოქტომბრიდან 1994 წლის 2 აპრილამდე — საქართველოს რესპუბლიკის უშიშროების მინისტრი, [[1994]] წლის 2 აპრილიდან 1995 წლის 2 სექტემბრამდე — საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის თავმჯდომარე. [[1995]] წლის 29 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტ [[ედუარდ შევარდნაძე|ე. შევარდნაძეზე]] განხორციელებული ტერაქტის შემდეგ, 2 სექტემბერს ი. გიორგაძე გათავისუფლებულ იქნა თანამდებობიდან. 1995 წლის 1 ოქტომბერს მის დაპატიმრებაზე სანქცია გაიცა. მასზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
 
1995 წელს საქართველო დატოვა. იძებნება 1995 წლის 20 ოქტომბრიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. ძებნაში ყოფნისას გიორგაძემ დააფუძნა პარტია „სამართლიანობა“ და ორგანიზაცია „ანტისოროსი“. 2003 წლის 13 დეკემბერს მას უფლება არ მიეცა, კენჭი ეყარა საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში, როგორც საქართველოს რესპუბლიკის საპრეზიდენტო კანდიდატს. [[2006]] წლის 6 სექტემბერს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა დააკავა პარტია „სამართლიანობისა“ და ორგანიზაცია „ანტისოროსის“ აქტივისტები და გაასამართლა მისი 13 ლიდერი. 2016 წელს ინტერპოლმა გიორგაძეზე საერთაშორისო ძებნა შეწყვიტა. საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ამის მიზეზი გახდა გიორგაძისთვის მინიჭებული ლტოლვილის სტატუსი, თუმცა ინტერპოლის გადაწყვეტილება საქართველოსთან შეთანხმებული არ ყოფილა.<ref>[http://pog.gov.ge/geo/news?info_id=970 მთავარი პროკურატურის განცხადება ი. გიორგაძის მიმართ საერთაშორისო ძებნის შეწყვეტის შესახებ]</ref>
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იგორ_გიორგაძე“-დან