მყინვარის ენა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 7:
[[ანტარქტიდა]]ში ზოგიერთი მყინვარის ენა გამოშვერილია შორს [[ოკეანე|ღია ოკეანეში]]. ასეთი ენების მაგალითია [[ერებუსის მყინვარის ენა]] (სიგრძე 11–12 კმ), [[დრიგალსკის მყინვარის ენა]] (980 კმ) და [[მერცის მყინვარი|მერცის მყინვარის ენა]] (160 კმ-ზე მეტი 2010 წლამდე). ამ უკანასკნელის ყინულის ნაკადი წელიწადში შეადგენს 10–12 მლრდ. ტონას. [[პრიუდსის ყურე]]ში არის [[ფლეტნესის მყინვარის ენა|ფლეტნესის 6 კილომეტრიანი მყინვარის ენა]], რომელიც იკვებება [[ხმელეთი]]დან ჩამოდინებული თხევადი წყლით.<ref>[https://www.worldatlas.com/articles/what-is-an-ice-tongue.html Pariona A. What Is An Ice Tongue?] WorldAtlas (23 May 2018)</ref>
 
[[არქტიკა]]ში მყინვარის ენა ხშირად [[ფიორდი|ფიორდებითაა]] შემოსაზღვრული. [[გრენლანდიის ყინულოვანი ფარი]]დან ჩამოედინება დაახლოებით 15 სწრაფი [[მყინვარი]], რომელიც თავიანთ გზაზე ღრმა ხეობებს გამოიმუშავებენ; [[ოკეანე]]ში მოხვედრისას, [[ფიორდი|ფიორდებში]] ისინი ქმნიან მყინვარის ენებს. ხშირად მათი სიგრძე 10 კმ-ზე ნაკლებია, თუმცა ზოგჯერ სიგრძე რამდენიმე ათეულ კმ-ს აღწევს.<ref>Dowdeswell J. A., Jeffries M. O. Arctic Ice Shelves: An Introduction. Springer, 2017.</ref>
 
მყინვარის ენა ეწოდება აგრეთვე [[მყინვარი|მთის მყინვარის]] მოძრავ ნაწილს, რომელიც განლაგებულია [[თოვლი|თოვლის საზღვრის]] ქვემოთ, კერძოდ [[აბლაცია (გლაციოლოგია)|აბლაციის არეში]]. იკავებს მყინვარულ ხეობას. მისი სიგრძე რამდენიმე, ზოგჯერ ათეული კმ-ია. მყინვარისთვის, მ.შ. მისი ენისთვის დამახასიათებელია პულსაციური მოქმედება. ამის მაგალითია მყინვარ [[ტვიბერი]]ს ენა, რომელიც ინტენსიურად იხევს უკან, რასაც მოჰყვა მყინვარის დაშლა. ზოგიერთი მყინვარის ენა დროთა განმავლობაში მაღლა იწევს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მყინვარის_ენა“-დან