ღრმა ზღვის ღარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.7
ხაზი 24:
'''ღრმა ზღვის ღარი''', '''ოკეანური ღარი''' — [[გარდამავალი ზონა|გარდამავალი ზონის]] რელიეფის ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი ელემენტი. წარმოადგენს ვიწრო (1-20 კმ), ძლიერ წაგრძელებულ (6 ათ. კმ) და ღრმა (6 ათ. მ-ზე მეტი) ქვაბულს. ღრმა ზღვის ღარები უმეტესად [[წყნარი ოკეანე|წყნარი ოკეანის]] კიდეებზეა. აქ არის [[მარიანას ღარი]]ც. ღარის პროფილი V-სებრია, ფერდობების დაქანება ზემო ნაწილში 5-6°, ქვემოთ — 25°. ფსკერი ბრტყელია. ფერდობებსა და ფსკერზე დალექილია ტერიგენული ლამის სქელი ფენა.<ref>{{ქსე|10|599|[[ვსევოლოდ ზენკოვიჩი]]|არა}}</ref>
 
[[ფილების ტექტონიკა|ფილების ტექტონიკის]] მიხედვით ღრმა ზღვის ღარების გასწვრივ მიმდინარეობს [[ლითოსფერო]]ს შთანთქმა [[დედამიწის მანტია]]ში. [[გეოლოგია|გეოლოგიური]] თვალსაზრისით, ღრმა ზღვის ღარები წარმოადგენენ თანამედროვე [[გეოსინკლინი|გეოსინკლინურ სტრუქტურებს]]. ამავე მიზეზით ღარის რაიონები ხშირად [[მიწისძვრა|მიწისძვრის]] ეპიცენტრებია, ხოლო ფსკერი წარმოადგენს მრავალი [[ვულკანი]]ს საფუძველს. ღრმა ზღვის ღარები გვხვდება ყველა ოკეანეში, რომელთაგან ყველაზე ღრმა [[წყნარი ოკეანე|წყნარ ოკეანეშია]]. მსოფლიო ოკეანის უღრმესი წერტილი მოქცეულია [[მარიანას ღარი|მარიანას ღარში]], კერძოდ, მის სამხრეთ ნაწილში, რომელსაც ეწოდება „[[ჩელენჯერის უფსკრული]]“. მისი სიღრმეა 10 994 მ, სიზუსტით ±40.<ref>{{cite web|date=8 დეკემბერი 2011|url=http://science.compulenta.ru/650057/|title=Марианскую впадину «углубили»|publisher=compulenta.ru|accessdate=2011-11-08|archiveurl=https://web.archive.org/web/20120113041018/http://science.compulenta.ru/650057/|archivedate=2012-01-13}}</ref> მსოფლიო ოკეანის ყველაზე გრძელი ღარია [[პერუ-ჩილეს ღარი]], რომლის სიგრძე დაახლოებით 5900 კმ-ია.<ref>[http://www.britannica.com/place/Peru-Chile-Trench პერუ-ჩილეს ღარი — ენციკლოპედია ბრიტანიკა] {{en}}</ref>
 
ღრმა ზღვის ღარი გეგმაში წარმოადგენს სუსტად დახრილ ან იშვიათად სწორხაზოვან ვიწრო ასიმეტრიულ როფს, რომელიც აქტიურად ვითარდება რღვევების გასწვრივ თალასოკრატონების პერიფერიულ ნაწილებში, რომლებიც შეადგენს [[კუნძულთა რკალები]]ს სისტემის ნაწილს. უკანასკნელ შემთხვევაში ღრმა ზღვის ღარები გამოიხატება ან ძალიან მკვეთრად ([[ალეუტის ღარი]], [[კურილ-კამჩატკის ღარი]], [[ფილიპინების ღარი]] და სხვა) ან სუსტად ([[კიუსიუს ღარი]], [[ახალი გვინეის ღარი]] და სხვა).<ref name="Гсс" />