პოლიტიკური გეოგრაფია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:1-12_Political_Color_Map_World.png|მინი|300პქ|მსოფლიოს პოლიტიკური რუკა]]
'''პოლიტიკური გეოგრაფია''' — [[გეოგრაფია|გეოგრაფიის]] დარგი, რომელიც შეისწავლის პოლიტიკური ძალების ტერიტორიულ განაწილებას და შეფარდებას როგორც [[ქვეყანა|ქვეყნის]] შიგნით, ისე ცალკეულ ქვეყნებსა და ქვეყნების ჯგუფებს შორის მათ სოციალულ-ეკონომიკურ სტრუქტურასთან დაკავშირებით; [[ქვეყანა|ქვეყნებისაქვეყნების]] და [[სახელმწიფო|სახელმწიფოების]] ტერიტორიული ფორმირების, მათი სახელმწიფო საზღვრების, ისტორიული ოლქების, ადმინისტრაციული წყობის საკითხებს.
 
გასულ საუკუნეში ზოგი მეცნიერი მას [[ეკონომიკური გეოგრაფია|ეკონომიკური გეოგრაფიის]] განუყოფელ ნაწილად მიიჩნევდა, ზოგიც კი მას ეკონომიკურ გეოგრაფისთან დაკავშირებულ ცალკე გეოგრაფიულ დისციპლინად თვლიდა. პოლიტიკური გეოგრაფია, უპირველეს ყოვლისა, იყენებს [[გეოგრაფია|გეოგრაფიულ მეთოდებს]], მათ შორის კარტოგრაფიულს. მისი თეორიული საფუძვლების ფორმირებაში დიდი როლი ითამაშა გერმანელმა გეოგრაფმა [[კარლ რიტერი|კარლ რიტერმა]], რომელმაც საბოლოოდ მიიღო პოლიტიკურ-გეოგრაფიული აზრის პრინციპი. შემდგომში, ეს იდეა გახდა ანთროპოგეოგრაფიის საფუძველი, რომლის დიდი წამომადგენელი იყო [[ფრიდრიხ რატცელი]]. ამ უკანასკნელმა არაერთი საფუძვლიანი თეორიული ნაშრომი შექმნა, რომლებმაც კიდევ უფრო განამტკიცეს ამ დარგის იდეური პრინციპები. პოლიტიკურ-გეოგრაფიული კვლევების გაგრძელებისათვის დიდი მნიშვენლობა ჰქონდა ასევე ფრანგი გეოგრაფისა და სოციოლოგის ა. ზიგფრიდის შრომებს.