კატო მიქელაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{ინფოდაფა პიროვნება
'''კატო მიქელაძე''' (დ. 1878 — გ. 1942) — ქართველი ფემინისტი, საზოგადო მოღვაწე.
|სახელი = კატო მიქელაძე
|მშობსახელი =
|დაბსახელი =
|პორტრეტი = Kato Mikeladze.gif
|ზომა =
|წარწერა =
|მოღვაწეობა = [[ქართველები|ქართველი]] ფემინისტი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე.
|დაბ თარიღი = [[1878]]
|დაბ ადგილი =
| გარდ თარიღი = [[1942]]
| გარდ ადგილი =
|მოქალაქეობა = რუსეთის იმპერია , {საქართველოს სსრ}
|მამა =
|დედა =
|მეუღლე =
|შვილები =
|ჯილდოები =
|საიტი =
|სხვადასხვა =
}}
 
'''კატო (ეკატერინე) მიქელაძე''' (დ. 1878 — გ. 1942) — [[ქართველი]] პუბლიცისტი, ფემინისტი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე.
 
==ბიოგრაფია==
კატომ თავდაპირველი განათლება [[ქუთაისი]]ს ქალთა გიმნაზიაში მიიღო, თუმცა სწავლის დასრულება ხელმოკლეობის გამო ვერ მოახერხა. მოგვიანებით იგი არალეგალურ რევოლუციურ საქმიანობაშიც იყო ჩართული და ძირითადად აკრძალულ ლიტერატურას ავრცელებდა. სწავლობდა რუსეთში, შემდეგ - შვეიცარიაში, ბრიუსელში. მიქელაძემ დაამთავრა [[ბრიუსელის უნივერსიტეტი]]ს სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი. ქალთა მოძრაობის ევროპულ გამოცდილებას პარიზში გაეცნო და 1916 წელს საქართველოში დაბრუნების შემდეგ, თანამოაზრეებთან ერთად ქალთა უფლებებისათვის ბრძოლა დაიწყო. მისი თაოსნობით, 1917-1918 წლებში რეგიონალური ქსელი „ქალთა ლიგა" ჩამოყალიბდა. გამოსცემდა და რედაქტორობდა გაზეთს „ხმა ქართველი ქალისა" (1917-1918).
 
კატო მიქელაძე 1918-1919 წლებში გუდაუთაში, 1920 წელს - სიღნაღში მუშაობდა პედაგოგად. 1921 წლიდან საბოლოოდ დასახლდა თბილისში. რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დროიდან მასაც საბჭოთა წნეხის ქვეშ მოუწია ცხოვრება. [[1930]] წლიდან მუშაობდა ცენტრალურ არქივსა და რევოლუციის მუზეუმში. მოგვიანებით გაწევრიანდა მწერალთა კავშირში. [[1940]] წლიდან ფრანგული ენის კერძო გაკვეთილებით ირჩენდა თავს. მისი საფლავი დაკარგულად ითვლება.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კატო_მიქელაძე“-დან