სომხური სამოციქულო ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 30:
 
==ლიტურგია==
სომხურ ეკლესიაში ღვთისმსახურება აღესრულება [[ძველი სომხური ენა|ძველ სომხურ ენაზე]], ხოლო ქადაგება წარმოითქმის ახალ [[სომხური ენა|სომხურ ენაზე]]. უმთავრესი ლიტურგიკული წიგნებია ჭაშოცი (ლექციონარი), პატარაგატეტრი (კონდაკი), ჟამაგირქი (ჟამნი), მაშტოცი (კურთხევანი). ამ უკანასკნელმა სახელი მიიღო კათოლიკოს [[მაშტოც ელივარდელი]]ს პატივსაცემად, რომელმაც კურთხევანის საბოლოო ვერსია შეიმუშავა. სომხური ეკლესიის შვიდი [[საიდუმლონი|საიდუმლოა]] ნათლისღება, მირონცხება, ზიარება, ქორწინება, სინანული, მღვდლობა, ზეთის კურთხევა. [[ზიარება|ზიარებისას]] იყენებენ უსაფუარო პურს და წყალგაურეველ ღვინოს. [[შობა]]სა და [[ნათლისღება]]ს აღნიშნავენ ერთად, [[6 იანვარი|6 იანვარს]]. ამ დღეს სამწმინდა გალობას ემატება პეტრე ანტიოქელის მიერ შემოღებული „რომელი ჩვენთვის ჯვარს ეცვი“ („ხაჩეცარი“). პირჯვარს იწერენ სამი თითით მარცნიდან მარჯვნივ. [[დიდმარხვა|დიდმარხვის]] წინ ინახავენ სამკვირიან მარხვას „არაჯავორქს“. 1924 წლიდან სომხური ეკლესია, გარდა რუსეთის, საქართველოსა და უკრაინის ეპარქიებისა, გადასულია ახალ საეკლესიო კალენდარზე.
 
სომხური ეკლესიის კანონმდებლობა ეყრდნობა შუა საუკუნეების საეკლესიო ტრადიციებსა და [[სინოდი]]ს გადაწყვეტილებებს. სომხური საეკლესიო სამართალი გამომუშავებულია მოციქულთა კანონების, პირველი სამი მსოფლიო საეკლესიო კრების, ეკლესიათა ადგილობრივი კრებების (ანკვირიის 315 წ., ნეოკესარიის 315 წ., კესარიის ანტიოქიის 341 წ., სარდიკიის 344 წ.ლაოდიკიის 365 წ., განგრის 380 წ.) და სომხური ადგილობრივი საეკლესიო კრებების (შაჰაპივანის 365 წ., აშტიშატის 443 წ., დვინის 648 წ.) გადაწყვეტილებების საფუძველზე. სომხურ ენაზე არსებულ კანონიკურ ძეგლებს ერთ წიგნად თავი მოუყარა კათოლიკოსმა [[იოანე ოძუნელი|იოანე ოძუნელმა]]. XII საუკუნეში შეიქმნა [[მხითარ გოშის სამართლის წიგნი]], რომელიც გადამუშავებული სახით შევიდა ქართლის მეფე [[ვახტანგ VI]]-ის სამართლის წიგნში, როგორც „[[სამართალი სომხური]]“. სომხური საეკლესიო სამართლის ჩამოყალიბება დასრულდა XVII საუკუნეში. რამდენადაც [[სომხეთი]] არ იყო დამოუკიდებელი სახელმწიფო, საეკლესიო სამართალი ვრცელდებოდა საერო სფეროზეც.
 
სომხური საეკლესიო ნაგებობებისთვის დამახასიათებელია შედარებით მაღალი [[საკურთხეველი]] და [[ფრესკა]]თა არარსებობა.
 
===კალენდარი===
ძველი სომხური კალენდრით 552 წლის [[11 ივლისი]] არის სომხური ეროვნული და საეკლესიო წელთაღრიცხვის დასაწყისი. წელიწადში 365 დღეა, ხოლო ერთი მოქცევის ციკლი 532 წლისგან შედგება. სომხური კალენდარი პრაქტიკაში დაინერგა 584 წლიდან. პირველი 532 წლიდანი ციკლის დასრულებიდან 1084 წლიდან, იწყება „მიცრე სომხური სათვალავი“. კალენდარმა საუკუნეთა განმავლობაში რამდნეიმე ცვლილება განიცადა. 1924 წლიდან სომხური ეკლესია, გარდა რუსეთის, საქართველოსა და უკრაინის ეპარქიებისა, გადასულია ახალ საეკლესიო კალენდარზე.
 
==ისტორია==