ცისარტყელა კალმახი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 54:
მამლებს შორის გვხვდება ჯუჯა ფორმებიც. კომერციული ჯიშების გარდა, ცნობილია ცისარტყელა კალმახის რამდენიმე დეკორატიული ფორმა, მათ შორის: ალბინოსი, ყვითელი, წინწკლებიანი, თეთრი და ცისფერი, რომლებიც ძირითადად, ხელოვნურად გაშენებულ პოპულაციებში გვხვდება. ცისარტყელა კალმახი ახლოს დგას [[ჩრდილოეთის ორაგული|ჩრდილოეთის ორაგულთან]], რომლისგანაც გარეგნულად განსხვავდება წვრილი შავი ლაქებით კუდის ფარფლზე, [[გვერდითი ხაზი]]ს გასწვრივ მოვარდისფრო ზოლის არსებობითა და ლაყუჩების სარქველის მოვარდისფრო შეფერილობით.<ref name="bigenc" />
 
ცისარტყელა კალმახი გვხვდება [[წყნარი ოკეანე|წყნარი ოკეანის]] სანაპიროებთან; [[ჩრდილოეთი ამერიკა|ჩრდილოეთ ამერიკაში]] — ალასკიდან კალიფორნიამდე, [[აზია]]ში — ძირითადად კამჩატკის ნაპირებთან, ერთეულებად [[ოხოტის ზღვა|ოხოტის ზღვის]] დასავლეთ ნაწილში, [[კომანდორის კუნძულები|კომანდორის კუნძლებთანკუნძულებთან]], მდინარე [[ამური]]ს შესართავში. მდინარეებში შედის [[შემოდგომა]]ზე; ტოფობს [[მაისი]]ს ბოლოდან [[ივნისი]]ს შუა რიცხვებამდე. [[ქვირითი|ქვირითს]] მარხავს [[ჩქერი|ჩქერებზე]] აგებულ ბუდეებში. ყრის 3,3-იდან 124 ათ.-მდე მსხვილ ქვირითს, რომელთა [[დიამეტრი]]ა 5 მმ.<ref name="bigenc" />
 
ახალგაზრდა თევზი 2–3 წელი ცხოვრობს [[მდინარე]]ში და ივებება [[ბენთოსი]]თ, [[მწერები]]თ და სხვა. ტოფობს 5-ჯერ. ადგილობრივი რეწვის, აკლიმატიზაციის, აკვაკულტურისა და სპორტული თევზჭერის ობიექტია.<ref name="bigenc">[https://bigenc.ru/biology/text/2212017 Микижа // Большая российская энциклопедия]</ref>