ილია აფხაზავა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 5:
 
== ბიოგრაფია ==
ილია აფხაზავა 1938 წელს ჩაირიცხა [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი]]ს გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე ჰიდროლოგია-კლიმატოლოგიის სპეციალობით. 1941–47 წლებში იმყოფებოდა [[საბჭოთა არმია|საბჭოთა არმიის]] რიგებში. 1950 წელს დაამთავრა [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტითსუ]]. 1950–53 წლებში გაიარა ასპირანტურის კურსი ფიზიკური [[ქვეყანათმცოდნეობა|ქვეყანათმცოდნეობის]] კათედრაზე.<ref name="ეც" />
 
1953–56 წლებში მუშაობდა გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილედ, 1954–57 წლებში კი ჰიდროლოგია-კლიმატოლოგიის კათედრაზე; 1957 წლიდან მუშობდა [[ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი|ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში]]. საკანდიდატო დისერტაცა დაიცვა 1964 წელს თემაზე: „მდინარე არაგვის აუზის ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება“, სადაც მოცემულია მდინარე [[არაგვი]]ს აუზის [[გეოლოგია|გეოლოგიური აგებულების]], [[რელიეფი]]ს, [[ჰავა|ჰავის]], [[ჰიდროლოგია|ჰიდროლოგიური ობიექტების]], [[ფლორა|მცენარეული საფარის]], [[ფაუნა|ცხოველთა სამყაროს]], [[ნიადაგი|ნიადაგების]] საკმაოდ დეტალური დახასიათება. შესრულებული აქვს 90-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, რომელთაგან 66 გამოქვეყნებულია. ნაშრომებში გაშუქებულია [[ჰიდროლოგია|ჰიდროლოგიური]], [[ფიზიკური გეოგრაფია|ფიზიკურ-გეოგრაფიული]] და [[გეომორფოლოგია|გეომორფოლოგიური]] საკითხები. აგრეთვე, [[პალიასტომი|პალიასტომის ტბის]] ეკოლოგიური წონასწორობის აღდგენის ღონისძიებები, [[კოლხეთის დაბლობი|კოლხეთის დაჭაობებული დაბლობის]] ჰიდროგრაფიული თავისებურებანი, [[საქართველოს ტბები]]ს სამეურნეო მნიშვნელობისა და მათი გამოყენების პერსპექტივაზე. ჩაატარა ჩრდილო კავკასიის ტბების ლიმნოლოგიური გამოკვლევები.<ref name="ეც" />
 
[[ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი|ვახუშტი ბაგრატიონისვახუშტიs სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში]] ილია აფხაზავას დროს ფართოდ გაიშალა გამოკვლევები [[ლიმნოლოგია]]ში. 1975 წელს, [[რუსული ენა|რუსულ ენაზე]] გამოიცა ილია აფხაზავას [[მონოგრაფია]] „საქართველოს ტბები“ („Озера Грузии“), რომელიც შეიქმნა ავტორის მიერ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში (1960-74 წლები) ჩატარებული გამოკვლევების ხარჯზე. საველე კვლევები ტარდებოდა ძირითადად თბილ ნახევარწელში, მიზნათ ისახავდა ტბიური ქაბულების გენეზისის შესწავლას, მათი მორფოლოგიისა და მორფომეტრიის დადგენას, საზრდოობის, ტბების თერმიკისა და თერმული თავისებურებების დონებრივი რეჟიმის შესწავლას; შეძლებისდაგვარად დაგროვდა მასალები [[ფლორა]]სა და [[ფაუნა]]ზე, აგრეთვე ტბიური წყლების ქიმიზმზე.<ref>Озера Грузии / И. Апхазава ; [Ред. Ф. Давитая] ; Ин-т географии. Тбилиси : "Мецниереба", 1975.</ref>
 
ილია აფხაზავა აქტიურად მუშაობდა [[ქართული საბჭოთა ენციკლოპედია|ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში]], მრავალი სტატია გამოაქვეყნა [[საქართველოს მდინარეების სია|საქართველოს მდინარეებისა]] და ტბების შესახებ. მონაწილეობდა აგრეთვე „დასავლეთ ამიერკავკასიის წყლის რესურსების“ ცნობარის შედგენაში (1972, 74). იყო მრავალი სამეცნიერო ნაშრომის თანაავტორი. ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის შრომებისა და საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების შრომების ერთ-ერთი ავტორი.<ref name="ეც" />
ეწეოდა აგრეთვე პედაგოგიურ მოღვაწეობას [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი|თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში]], [[სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი|სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში]]. კითხულობდა ლექციებს [[ფიზიკური გეოგრაფია|ფიზიკურ გეოგრაფიასა]] და [[ჰიდროლოგია|ზოგად ჰიდროლოგიაში]].<ref name="ეც">ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003.</ref>
 
==სქოლიო==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ილია_აფხაზავა“-დან