იეჟი თუმანიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 17:
იეჟი თუმანიშვილმა ომი კაპიტნის ჩინით დაასრულა. ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის დაჯილდოებულია მრავალი ორდენითა და მედლით. მათ შორის, პოლონეთის უმაღლესი სამხედრო ორდენით –„ვირტუტი მილიტარით“. არც მშვიდობიან დროს შეურცხვენია თავი და პოლონეთის მთავრობის მიერ მისი მრავალგზისი დაჯილდოებით აღინიშნა.
 
[[1950]] წლიდან იეჟი თუმანიშვილი [[აშშ|ამერიკის შეერთებულ შტატებში]] გადავიდა საცხოვრებლად, თუმცა ეს დაგეგმილი არ ჰქონდა. სავაჭრო გემი, რომელზედაც ის მსახურობდა როგორც ბორტის ოფიცერი, ნიუ- იორკსა და სამხრეთ ამერიკის პორტებს შორის დაცურავდა. ამ გემით მრავალი ქალაქი მოინახულა: ბუენოს-აირესი, სანტოსი, მონტევიდეო, რიო დე ჟანეირო, ტრინიდადი, ამაზონის შესართავის პორტებში და კუნძულ ბარბადოსზე კი იყო, მაგრამ ერთ დღესაც გემი გაიყიდა და მთელი მისი ეკიპაჟი უმუშევარი დარჩა. ნიუ-იორკში ჩარჩენილმა ლონგ აილენდში, ფერმაში დაიწყო მუშაობა. ეს ადგილი ძალიან მოეწონა და გადაწყვიტა იქ დასახლება. გარკვეული ხნის შემდეგ დაბრუნდა ინგლისში, ემიგრაციისათვის საჭირო დოკუმენტები გააფორმა და ზუსტად ერთი წლის შემდეგ მთელი ოჯახი ნიუ-იორკში გაემგზავრა, ჯიბეში 70 დოლარით…— მაგრამ, როგორც იტყვიან, ბედმა გაუღიმათ, თვითონაც ფხა გამოიჩინეს და მოკლე ხანში ცხოვრებაც ააწყვეს.
 
იეჟი თუმანიშვილი პენსიაზე შედარებით ადრე, [[1977]] წელს გავიდა. ოჯახი დასახლდა ორიგონის შტატში 15 ჰექტარიან ფერმაში, რომლის მდებარეობაც ძალიან წააგავს კავკასიის მთისწინა ადგილებს. იეჟიმ დააფუძნა საკონსულტაციო ფირმა, რომელსაც მისი შვილი, სტეფანეც შეუერთდა. ფირმა ერთჯერადი შპრიცების, რეზინის ხელთათმანებისა და სხვა ამგვარი პროდუქციის წარმოებაზეა სპეციალიზებული. ამ სფეროში მუშაობამ საშუალება მისცა მეუღლესთან ერთად თითქმის მთელ მსოფლიოში ემოგზაურა. მრავალგზის ესტუმრა პოლონეთსაც.
 
იეჟი თუმანიშვილმა კალამს ჯერ კიდევ ომის დროს მოკიდა ხელი, „მებრძოლი პოლონეთის“ ფურცლებზე წერდა ფსევდონიმით „Jerzy Traper“. მისი პირველი მოთხრობები ლონდონში დაიბეჭდა 1940 წელს პოლონურ „ლიტერატურულ გაზეთში”. ამერიკაში დასახლების შემდეგ ამ კონტინენტის მკვიდრთა შესახებ მოთხრობებს ამ ორი გაზეთის გარდა აქვეყნებდა, ასევე, ნიუ-იორკში გამომავალ “პრჟეგლად პოლსკიში” (“პოლონეთის მიმოხილვა”). 70-იან წლების ბოლოსა და 80-იანი წლების დასაწყისში შეუდგა პოლონეთის სამხედრო – საზღვაო ძალების ისტორიის წერას. მასალებს გაზეთ „პრჟეგლად პოლსკის” აწვდიდა და ამერიკულ გაზეთებსაც უგზავნიდა. მთელმა ამ ნამუშევარმა 400 მანქანაზე ნაბეჭდი გვერდი შეადგინა და გასაცნობად, ხოლო შემდეგ გამოცემაში დახმარებისთვის გაეგზავნა პოლონეთის ისტორიის ინსტიტუტის დირექტორ ი. კონდრაცკის.