ტრამვაი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
(ბოტი: Pesa_Warszawa.jpg შეიცვალა Pesa_120N_3113,_tram_line_9,_Warsaw,_2009.jpg-ით)
No edit summary
ხაზი 1:
{{წყარო}}[[ფაილი:Pesa 120N 3113, tram line 9, Warsaw, 2009.jpg|thumb|250px|ტრამვაი Pesa 120N]]
'''ტრამვაი''' ([[ინგლ.]] tram - ვაგონი, და way - გზა, სახელი წარმოიშვა დიდი ბრიტანეთის შახტებში ქვანახშირის გადამტანი ვაგონეტიდან) — ქუჩისსაქალაქო რელსიანი საზოგადოებრივი [[ტრანსპორტი]]ს სახე, როგორც წესი ელექტრო გაწევით, გამოიყენება მეტწილად ქალაქებში ფიქსირებულ მარშრუტებზე მგზავრების გადასაყვანად.
 
== ისტორია ==
პირველი მექანიკური ტრამვაი XIX საუკუნის პირველ ნახევარში გამოჩნდა. [[1879]] წელს ვ. ფონ სიმენსმა გამოიგონაბერლინის სამრეწველო გამოფენაზე წარადგინა ელექტრო ტრამვაი. [[1881]] წელს პირველი ელექტრო ტრამვაი გაიხსნა ბერლინსა და ლიხტერფელდს შორის. იტევდა 20 მგზავრს. [[1885]] წელს სიმენსისგან დამოუკიდებლად ამერიკელი გამომგონებლის, ლ. დაფტის შრომის შედეგად ელექტრო ტრამვაი შეიქმნა აშშ-ში. ელექტრო ტრამვაი მომგებიანი აღმოჩნდა და დაიწყო მისი სწრაფი გავრცელება მთელ მსოფლიოში. მას ასევე ხელს უწყობდა დენმიმღების პრაქტიკული სისტემების შექმნა (სპრეიგის შტანგიანი და სიმენსის ბიგელიანი დენმიმღებები).
 
პირველ მსოფლიო ომამდე ტრამვაი სწრაფად ვითარდებოდა. ელექტრო ტრამვაისთან ერთად ზოგ შემთხვევაში გამოიყენებოდა პნევმატური, ბენზომოტორიანი და დიზელის ტრამვაი. ტრამვაი ასევე გამოიყენებოდა საგარეუბნო და საქალაქთაშორისო ხაზებზე. საქალაქო რკინიგზებს ხშირად იყენებდნენ სატვირთო გადაზიდვებისთვის. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ტრამვაის განვითარება გაგრძელდა, თუმცა ტემპები შენელდა. ტრამვაის ავტომობილებისა და ავტობუსის სახით ძლიერი კონკურენტები გამოუჩნდა. ავტომობილები უფრო და უფრო იაფი და ხელმისაწვდომი ხდებოდა,_მათი წარმოება კი მასიური, ხოლო ავტობუსები დიზელის ძრავის გამოყენებით,_უფრო სწრაფი, კომფორტული და ეკონომიური. ტრამვაის ერთი მხრივ აფერხებდა ქუჩებში მომეტებული მოძრაობა, ხოლო მეორე მხრივ თავად ქმნიდა პრობლემებს. ტრამვაის კომპანიების შემოსავალმა იკლო. ამის პასუხად [[1929]] წელს აშშ-ში ტრამვაის კომპანიების პრეზიდენტების მიერ ჩატარდა კონფერენცია, რომელზეც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება თანამედროვე, უნიფიცირებული ვაგონების სერიულ წარმოებაზე, რომელსაც ეწოდა პი სი სი (PCC).ამ ვაგონებმა, რომლებმაც დღის სინათლე 1934 წელს იხილეს, დანერგეს ახალი მიმართულება ტრამვაის ტექნიკურ აღჭურვილობასა და მოხერხებულ სალონში, რითაც მრავალი ათეული წლის განმავლობაში ახდენდნენ უზარმაზარ გავლენას მსოფლიოში ტრამვაის განვითარებაზე.
ხაზი 12:
 
1990-იან წლებში მსოფლიოში ტრამვაის აღდგენის პროცესი მთელი ძალით დაიწყო. ხელახლად გაიხსნა პარიზის (1999), ლონდონისა და მსოფლიოს სხვა განვითარებული ქალაქების ტრამვაის სისტემები.
 
{{ესკიზი-ტრანსპორტი}}
საქართველოში პირველი ტრამვაი ამუშავდა 1904 წელს თბილისში. 1985 წლისთვის თბილისის ტრამვაის ხაზის სიგრძე იყო 106,4 კმ.
 
==ლიტერატურა==
{{ქსე|10|31-32}}
 
[[კატეგორია:ტრანსპორტი]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტრამვაი“-დან