ნინო ნაკაშიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 4:
 
==ბიოგრაფია==
დაიბადა გლეხის, იოსებ ანთაძის, ოჯახში. პირველად სოფლის დაწყებით სასწავლებელში მიიყვანეს, სადაც მისი მასწავლებლები იყვნენ ნინო და [[გიგო შარაშიძე|გიგო შარაშიძეები]]. შემდეგ ოჯახი გადასახლდა [[ოზურგეთი|ოზურგეთში]] და ნინო შეიყვანეს ოზურგეთის ქალთა ორკლასიან სასწავლებელში, სადაც მისი მასწავლებლები იყვნენ ნინო ქიქოძე და [[მარიამ დემურია]]. 1892 წელს დამთავრა დაამთავრა თბილისის საბებიო ინსტიტუტი. ამავე წელს გაიცნო მომავალი მეუღლე, პუბლიცისტი [[ილია ნაკაშიძე]]. 1893 წელს დაამთავრა კერძო ერთწლიანი საფერშლო სკოლა. ამავე წელს მუშაობა დაიწყო [[ქუთაისი|ქუთაისში]] კერძო კლინიკაში ფერშლად. გარდა ძირითადი სამსახურისა, საკვირაო სკოლაში ასწავლიდა არითმეტიკასა და ქართულს. 1894 წელს დაქორწინდა ილია ნაკაშიძეზე და მიიღო მისი გვარი და გადავიდა პეტერბურგში.
 
1895 წელს ნაკაშიძეები დაბრუნდენ თბილისში და ნინო ჩაერთო სხვადასხვა საზოგადოებრივ საქმეში, ასწავლიდა საკვირაო სკოლებში, იყო სახალხო თეატრის გამგეობის წევრი, ასრულებდა სხვადასხვა როლებს ამავე თეატრში, თარგმნიდა რუსულიდან ქართულად მოთხრობებსა და ზღაპრებს. 1897 წელს ილია ნაკაშიძე [[ლევ ტოლსტოი]]ს აზრების გავრცელებისა და რუსი [[დუხობორები]]ს უფლებათა დაცვის გამო კავკასიიდან გადაასახლეს. ტოლსტოის დახმარებით 1898 წელს ნაკაშიძეები პატარა ბავშვით მოსკოვში დასახლდნენ. მოსკოვში ყოფნისას სწავლობდა ქალთა უმაღლეს კურსებზე ისტორია-ფილოსოფიის ფაკულტეტზე, მაგრამ ავადმყოფობის გამო სწავლის დასრულება ვერ შეძლო.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნინო_ნაკაშიძე“-დან