წყალი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
31.192.51.233-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა გიო ოქრო-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
No edit summary
ხაზი 2:
'''წყალი''' ([[წყალბადი]]ს [[ოქსიდები|ოქსიდი]]) — ბინარული არაორგანული შენაერთი ქიმიური ფორმულით <chem>H2O</chem>: წყლის მოლეკულა შედგება წყალბადის ორი და ჟანგბადის ერთი ატომისაგან, რომლებიც ერთიანდებიან კოვალენტური კავშირით. ჩვეულებრივ პირობებში წარმოადგენს [[სუნი|უსუნო]], [[გემო|უგემო]] და [[ფერი|უფერული]] სითხეს (სქელ ფენებში ან აპარატურით დაკვირვებისას ცისფერია). მყარ მდგომარეობაში იგი წარმოგვიდგება [[ყინული]]ს სახით, ხოლო აიროვან მდგომარეობაში, როგორც — [[წყლის ორთქლი]]. წყალი [[ბიოსფერო]]ში ყველაზე გავრცელებული [[ქიმია|ქიმიური]] ნაერთია და იგი აუცილებელია ყველა ცნობილი [[სიცოცხლე|ცოცხალი ორგანიზმის]] არსებობისთვის.
 
[[დედამიწა]]ზე წყლის სავარაუდო რაოდენობაა 1400 მილიარდი მ³. გვხვდება [[მსოფლიო ოკეანე]]ში (96%), გარდა ამისა, [[მიწისქვეშა წყალი|მიწისქვეშა წყლების]], [[მყინვარი|მყინვარების]], [[ტბა|ტბების]], [[ნიადაგი]]ს [[ტენიანობა|ტენის]] და [[მდინარე]]ების სახით, ასევე [[ატმოსფერო (დედამიწა)|ატმოსფეროში]] და როგორც [[წვიმა|წვიმის]] წყალი. ბუნებრივ პირობებში წყალში სხვადასხვა რაოდენობით ყოველთვის გახსნილია [[მარილები]], [[აირი|აირები]] და [[ორგანული ნივთიერება|ორგანული ნივთიერებები]].
 
დედამიწის გარდა წყლის არსებობა დადასტურებულია რამდენიმე სხვა ციურ სხეულზე ([[ევროპა (თანამგზავრი)|ევროპა]], [[ევკლიდე (თანამგზავრი)|ევკლიდე]]).
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/წყალი“-დან