ვიქტორ ბროსე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 2:
 
==ბიოგრაფია==
ვ. ბროსემ დაამთავრა პეტერბურგის კლასიკური გიმნაზია ([[1911]]) და პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი ([[1916]]). უნივერსიტეტში მისი მასწავლებელი იყო გამოჩენილი ქართველოლოგი, პროფესორი [[ალექსანდრე ცაგარელი]]. [[1916]] წლიდან ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საქართველოში. [[1916]]-[[1923]] ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ქუთაისის და თბილისის გიმნაზიებში. ზედმიწევნით ფლობდა ქართულ ენას. [[1923]]-[[1933]] იყო საქართველოს საჯარო ბიბლიოთეკის (ამჟამად [[საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკა|საქართველოს პარლამენტის ი. ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკა]]) იშვიათი წიგნების განყოფილების (რარიტეტსაცავის) გამგე. [[1933]]-[[1937]] [[საქართველოს სახელმწიფო წიგნის პალატა|საქართველოს სახელმწიფო წიგნის პალატის]] დირექტორის მოადგილე. პარალელურად მოღვაწეობდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში (ამჟამად [[საქართველოს ეროვნული მუზეუმი]]). [[1925]]-[[1937]] ლექციებს კითხულობდა საქართველოს განათლების სახ. კომისარიატის (სამინისტროს) მუდმივმოქმედ საბიბლიოთეკო კურსებზე.
 
ბროსე იყო საქართველოს სახელმწიფო წიგნის პალატის ([[1924]]) და პირველი ქართული საბიბლიოთეკო და ბიბლიოგრაფიული ჟურნალის „[[წიგნის მეგობარი]]“ (1925) ერთ-ერთი დამაარსებელი. მას ეკუთვნის რამდენიმე ათეული მნიშვნელოვანი ნაშრომი ბიბლიოგრაფიის, ბიბლიოთეკათმცოდნეობის და არქივთმცოდნეობის საკითხებზე, რომლებიც გამოქვეყნებულია იმჟამინდელ პერიოდულ გამოცემებში. იგი იყო წიგნის „ბიბლიოთეკონომიის, ბიბლიოგრაფიისა და პოლიგრაფიული წარმოების ტერმინოლოგია“ ([[1932]]) თანაავტორი. ეწეოდა ნაყოფიერ მთარგმნელობით მოღვაწეობას. ქართულად თარგმნიდა ფრანგი და რუსი ავტორების მხატვრულ ნაწარმოებებს. ფრანგულად თარგმნა აკადემიკოს [[ივანე ჯავახიშვილი|ივანე ჯავახიშვილის]] „ქართველი ერის ისტორია“ (ინახება[[საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი|ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის]] ივ. ჯავახიშვილის კაბინეტში).
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვიქტორ_ბროსე“-დან