პირის ღრუ: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Mouth illustration-Otis Archives.jpg|მინი|მარჯვნივ]]
 
'''პირის ღრუ''' ({{lang-la|cavum oris}}) — საჭმლის მომნელებელი ტრაქტის საწყისი ნაწილი, სადაც მიმდინარეობს საკვების პირველადი ქიმიური და მექანიკური დამუშავება. პირის ღრუ შემოსაზღვრულია წინიდან და გვერდებიდან - ტუჩებითა და ლოყებით, ზემოდან - მაგარი და რბილი სასით, ქვემოდან - პირის ღრუს ფსკერით. იგი წარმოადგენს ორგანოთა ერთობლიობას (ენა, ტუჩები, კბილები, სანერწყვე ჯირკვლები, პაროდონტი, ყბები), რომელთა კოორდინირებულ მოქმედებას ანხორციელებსახორციელებს [[ცენტრალური ნერვული სისტემა]].
 
პირის ღრუ იყოფა ორ ნაწილად: პირის კარიბჭე ({{lang-la|vesibulim oris}}) და საკუთრივ პირის ღრუ ({{lang-la|cavitas oris propria}}). პირის კარიბჭე წინიდან და გვერდებიდან შემოსაზღვრულია ტუჩებითა და ლოყებით, ხოლო უკნიდან და შიგნიდან - კბილებითა და ზედა და ქვედა ყბის ალვეოლური მორჩებით. ზედა და ქვედა ყბის შეთნასოვნების დროს, პირის ღრუ იძენს ნაპრალის ფორმას, ხოლო პირის გაღებისას მას აქვს ოვალის ფორმა. იგი ამოფენილია მრავალშრიანი ბრტყელი ეპითელიუმით.
ხაზი 21:
===ინერვაცია და სისხლმომარაგება ===
სასის, ტუჩების, ლოყების ლორწოვანი გარსის, აგრეთვე, კბილებისა და ენის წინა 2/3 -ის მგრძნობიარე ინერვაციას ანხორციელებსახორციელებს [[სამწვერა ნერვი]]. ენის უკანა მესამედის მგრძნობიარე ნერვია ენა-ხახის ნერვი (IX წყვილი), რომელიც გარდა ამისა აღიქვამს ამ ნაწილის გემოვნებით გაღიზიანებასაც. პირის ღრუს ორგანოების სისხლმომარაგებას ანხორციელებსახორციელებს გარეთა საძილე არტერიის აუზი.
== ტუჩები ==
[[ფაილი:Mouth.jpg|მარჯვნივ|მინი]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პირის_ღრუ“-დან