იგორ გიორგაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ამოღებულია კატეგორია:ცოცხალი ადამიანები. იხ. https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ვიკიპედია:ფორუმი/წინადადებები&oldid=4001479
ხაზი 35:
 
==ბიოგრაფია ==
დაიბადა საბჭოთა სასაზღვრო ოფიცრის, [[პანტელეიმონ გიორგაძე|პანტელეიმონ გიორგაძის]] ოჯახში. [[1973]] წელს დაამთავრა საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის უმაღლესი სკოლა [[მოსკოვი|მოსკოვში]]. 1973-1995 წლებში საქართველოს უშიშროების სამსახურში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა. 1980-81 წლებში მონაწილეობდა საბჭოთა უშიშროების სპეციალური დანიშნულების რაზმ „კასკადის“ საბრძოლო ოპერაციებში [[ყანდაარი|ყანდაარში]], [[ავღანეთი|ავღანეთში]].
 
1991-92 წლებში იგორ გიორგაძე [[საქართველოს სამოქალაქო ომი|სამოქალაქო ომში]] მონაწილეობდა [[ზვიად გამსახურდია]]ს მოწინააღმდეგეთა მხარეს. [[1993]] წელს დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის უშიშროების მინისტრად. [[1995]] წლის სექტემბერში პრეზიდენტ [[ედუარდ შევარდნაძე]]ზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ მან ქვეყანა დატოვა. მის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ტერორიზმის ბრალდებით. იმავე წლის ოქტომბერში გამოქვეყნებული ღია წერილის შემდეგ იგი ფაქტობრივად გადავიდა ღია კონფრონტაციაზე საქართველოს ხელისუფლებასთან. [[საქართველოს მთავარი პროკურატურა|საქართველოს გენერალური პროკურატურის]] შუამდგომლობის საფუძველზე, 1995 წლის 20 ნოემბერს ინტერპოლის წითელი ცირკულარით იგორ გიორგაძეზე ძებნა გამოცხადდა. 2016 წელს ინტერპოლმა გიორგაძეზე საერთაშორისო ძებნა შეწყვიტა. საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ამის მიზეზი გახდა გიორგაძისთვის მინიჭებული ლტოლვილის სტატუსი, თუმცა ინტერპოლის გადაწყვეტილება საქართველოსთან შეთანხმებული არ ყოფილა.<ref>[http://pog.gov.ge/geo/news?info_id=970 მთავარი პროკურატურის განცხადება ი. გიორგაძის მიმართ საერთაშორისო ძებნის შეწყვეტის შესახებ]</ref>
 
ემიგრაციის შემდეგ ძირითადად იმყოფება რუსეთში. აქტიურად ჩნდება რუსულ მედიაში. გამოდის საქართველოს სახელმწიფოს ევროატლანტიკური პოლიტიკის წინააღმდეგ. 2000-იან წლებში სცადა ქართულ პოლიტიკაში დაბრუნება. ძებნაში ყოფნისას გიორგაძემ დააფუძნა პარტია „სამართლიანობა“ და ორგანიზაცია „ანტისოროსი“. [[2006]] წლის 6 სექტემბერს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა დააკავა ორგანიზაციის აქტივისტები და გაასამართლა მისი 13 ლიდერი.
ხაზი 44:
 
==ლუგარის ლაბორატორია==
[[2018|2018 წელს]] იგორ გიორგაძემ ჩაატარა პრესკონფერენცია, რომლის დროსაც განაცხადა, რომ თბილისის ლუგარის სახელობის ლაბორატორიაში ტარდებოდა ექსპერიმენტები [[აშშ]]-ში დამზადებული არალიცენზირებული წამლით - ''სოვალდით'' - რამაც [[2015|2015 წლის]] დეკემბერში 30 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.<ref name="netgazeti">[http://netgazeti.ge/news/309440/ რუსული დეზინფორმაციის მაგალითი” – აშშ-ის საელჩო ლუგარის ცენტრზე რუსული მედიის შეტევაზე] </ref> აღნიშნულ ინფორმაცია დაყრდნობით რუსულმ ოფიციალურმა უწყებებმა და მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს საქართველოში, ლუგარის ლაბორატორიაში ადამიანებზე ექსპერიმენტები ტარდებოდა და იქმნებოდა ბიოლოგიური იარაღი.<ref name="netgazeti"/> ექსპერტების, დიპლომატებისა და პოლიტიკოსების შეფასებით, გიორგაძის პრესკონფერენცია [[რუსეთი]]ს დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილი იყო, რომელსაც რუსეთის ფედერაცია დასავლეთისა და საქართველოს წინააღმდეგ აწარმოებდა. მოგვიანებით, [[BBC]]-სთან ინტერვიუში იგორ გიორგაძემ აღიარა, რომ ამის დამამტკიცებელი საბუთი არ აქვს. <ref>[http://netgazeti.ge/news/318748/ გიორგაძემ აღიარა, რომ ლუგარში “ადამიანებზე ექსპერიმენტების” მტკიცებულება არ აქვს]</ref>
 
== ლიტერატურა ==
ხაზი 53:
 
{{DEFAULTSORT:გიორგაძე, იგორ}}
 
[[კატეგორია:საქართველოს მინისტრები]]
[[კატეგორია:დაბადებული 1950]]
[[კატეგორია:დაბადებული 23 ივნისი]]
[[კატეგორია:გიორგაძეები|იგორ]]
[[კატეგორია:ცოცხალი ადამიანები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იგორ_გიორგაძე“-დან