ტრაპიზონის ალყა (1222–1223): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 35:
პროვინციის მოსახლეობამ, მათ შორის მაჩხელებმა გადაწყვიტეს სულთნის არმიაზე თავდასხმა. ჩათვალეს რა, რომ სულთნის ლაშქარი არ გამოიყურებოდა ისე ძლიერ, როგორც ის აქამდე ჩანდა ისინი თავს დაესხნენ სულთნის ბანაკს; გაიტაცეს ცხენები, გაანადგურეს კარვები და წაასხეს ტყვეები და გააქციეს მათი მცველები. სულთანმა შური ისევ წმინდა ევგენიოსის ეკლესიაზე იძია. მოიწვია საკუთარი ხალხი და ისინი ნაგებობაში განათავა სადაც მათ, ლაზაროპოლუსის თქმით „ზოგიერთი მგზნებარე ქალი“ ართობდათ.<ref>Lazaropoulos, ''Synopsis'', l. 1398; translated in Rosenqvist, ''Hagiographic Dossier'', გვ. 325</ref>
 
იმავე ღამით, ლაზოროპოლუსის თანახმად, წმინდა ევგენიოსი ეწვია სულთანს და წარუდგინა მისი თავი, როგორც ქალაქის მოსახლეობის ლიდერი და უთხრა სულთანს, რომ მოსახლეობას სურდა ქალაქი მისთვის ჩაებარებინა. სულთანმა მაშინვე შეკრიბა მისი ლაშქარი და დაიძრა ქალაქისკენ, სადაც ის ღამის ვიზიტორის გამოჩენას და ქალაქის ჩაბარებას მოელოდა. ნაცვლად ამისა მას ძიერი შტორმი გადაატყდა თავს. დაიწყო ძლიერი ჭექა-ქუხილი, სეტყვა, ელვისა და ქარი. ადიდებულმა წყალმა წალეკა სელჩუკთა ნაწილი, დაახრჩო ზოგიერთი მათგანი და გაფანტა დანარჩენები.<ref>Lazaropoulos, ''Synopsis'', ll. 1411-1473; translated in Rosenqvist, ''Hagiographic Dossier'', გვ. 325-329</ref> იყო თუ არა ლაზაროპოლუსის ეს ცნობა რეალობის ამსახველი სურათი უცნობია, თუმცა კონსტანტინე ლუკიტი მის ნაშრომშიც ადასტურებს რომ წმინდა ევგენიოს სულთანს წაართვა არამხოლოდარა მხოლოდ ლაშქარი, არამედ ის ანდრონიკეს დაეხმარა მელიქის ტყვედ ჩაგდებაში.<ref name="Loukites">''Encomium'' ll. 846-861; translated by Rosenqvist, ''Hagiographic Dossier'', გვ. 165</ref> მიქაელ პანარეტოსიც ადასტურებს, რომ სულთნის ლაშქარი თითქმის მთლიანად განადგურდა.<ref name="Panaretos" />
 
სულთან მელიქმა მის ზოგიერთ მეომართან ერთად მიატოვა ბრძოლის ველი. ის კურატორეიონთან (Kouratoreion) მსუბუქად შეიარაღებულმა მაჩხელებმა შეიპყრეს და ეს იყო ადგილი სადაც წმინდა ევგენიოსის ეკლესია ააშენეს, რომელიც ფუნქციონირებას განაგრძობდა ლაზაროპულოსის დროსაც.<ref>Lazaropoulos, ''Synopsis'', l. 1474-1477; translated in Rosenqvist, ''Hagiographic Dossier'', გვ. 329</ref>