შონა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 147:
 
=== ცერემონიები ბუნებრივ მოვლენებთან და ქალის გათხოვებასთან დაკავშირებით ===
შონას მოსახლეობა ცერემონიებს არამხოლოდარა მხოლოდ სულთან კავშირის დასამყარებლად ატარებს. მომდევნო ცერემონია ძირითადად ზაფხულის დადგომამდე ტარდება, მაშინ როდესაც გვალვებია მოსალოდნელი და ამ ბუნებრივ მოვლენასთან დაკავშირებული რიტუალის მთავარი დანიშნულება წვიმის თხოვნაა. შონას ჰყავს თავისი ნათელმხილველი სვიკირო, რომელიც სწორედ წვიმასა და ბუნებრივ მოვლენებზეა პასუხისმგებელი. საინტერესოა ისიც, რომ მან არასოდეს არ უნდა მოიჭრას თმა, რადგან მოჭრის შემთხვევაში წვიმა არ წამოვა მანამ, სანამ თმა საწყის სიგრძეს არ მიაღწევს. რაც შეეხება მის ჩაცმულობას, ის ვალდებულია, რომ მხოლოდ წითელი და შავი სამოსი ატაროს ყოველდღიურად. მნიშვნელოვანია, ის ფაქტიც, რომ იგი საოცრად დიდი რეპუტაციით სარგებლობს მოსახლეობაში და არავის აქვს უფლება მას დაუმორჩილებლობა გამოუცხადოს. მისი მთავარი მოვალეობაა დაესწროს სპეციალურად მისთვის, სხვადასხვა ტომებში გამართულ ცეკვებს. ამ ზეიმზე იგი იღებს სხვადასხვა საჩუქრებსაც, როგორებიცაა: სხვადასხვა მარცვლეული, ქათმები და თხები. როდესაც ტომს გვალვის საშიშროება ემუქრება, ხალხი მიდის სვიკიროსთან და მას ცერემონიის ჩატარების თხოვნით მიმართავს. როგორც წესი, წვიმა უკვე ცერემონიის მსვლელობის დროს იწყება, თუმცა არასოდეს წვიმს იმ ადგილას სადაც თავად სვიკირო ზის. როგორც შონას მოსახლეობა ამბობს, წვიმა ყოველთვის თავს არიდებს მათ ნათელმხილველს.<ref>Sango, Peter, Clive Kileff, and Peggy Kileff. 1970. “Some Important Ceremonies.” ''Shona Customs; Essays By African Writers''. Gwelo, Rhodesia: Mambo Press. <nowiki>http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=fs05-038</nowiki>.</ref>
 
კიდევ ერთი ცერემონია, რომელიც საკმაოდ დიდ ხნის ისტორია და გამოყენება აქვს, თუმცა დღესდღეობით დიდი პოპულარობით აღარ სარგებლობს, არის ქვრივი ქალისთვის ახალი ქმრის პოვნის ცერემონია. იმ შემთხვევაში თუ მამაკაცი გარდაიცვლება და მას ცოლი ან ცოლები დარჩება, მისი ახლო ნათესავი ვალდებულია პასუხისმგებლობა აიღოს ქალსა და შვილებზე. ის შეიძლება იყოს გარდაცვლილის უფროსი ან უმცროსი ძმა ან ბიძა. ცერემონიის დღეს ქვრივი ქალები სხედან ჭილობებზე და მათთან ახლოს სხედან მათი მომავალი საქმროები. ისინი ამბობენ სხვადასხვა ლოცვებს მათი ქმრისა და მისი წინაპრებისთვის, ხოლო შემდგომ უკვე დიდი ყურადღებითა და დაკვირვებით არჩევენ მათთვის სასურველ საქმროს. არჩევის შემდგომ ცოლები ვალდებულნი არიან თავიანთ გარდაცვლილი ქმრის სულს შეატყობინონ, რომ ისინი უკვე უსაფრთხოდ გრძნობენ თავს. თავისთავად, ახალი ქმარი პასუხისმგებლობას იღებს გარდაცვლილის ცოლზე, მის შვილებზე და მასვე რჩება გარდაცვლილის ქონებაც.<ref>Sango, Peter, Clive Kileff, and Peggy Kileff. 1970. “Some Important Ceremonies.” ''Shona Customs; Essays By African Writers''. Gwelo, Rhodesia: Mambo Press. <nowiki>http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=fs05-038</nowiki>.</ref>
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/შონა“-დან