გურიის ქედი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 19:
| ვიკისაწყობი = Category:Guria Ridge
}}
'''გურიის ქედი''', '''გურიის სერი''', '''ნიგოითის სერი''' — ქედი [[საქართველო]]ში, [[მესხეთის ქედი]]ს ჩრდილოეთ განშტოება. განფენილია [[ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი|ლანჩხუთის]], [[ოზურგეთის მუნიციპალიტეტი|ოზურგეთის]], [[სამტრედიის მუნიციპალიტეტი|სამტრედიის]] და [[ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი|ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში]]. მდებარეობს [[კოლხეთის დაბლობი]]ს სამხრეთ კიდეზე და აღმოსავლეთისაკენ გრძელდება სამხრეთ იმერეთის მთისწინა სერში.<ref name="Mar" />

გურიის ქედის თხემის აბსოლუტური სიმაღლე აღმოსავლეთისაკენ მატულობს. მდინარე [[სუფსა|სუფსის]] გამკვეთი ხეობის მიდამოებში ეს სიმაღლე 150-200 მ-ით განისაზღვრება, ხოლო [[ოზურგეთი]]სა და [[ჩოხატაური]]ს გრძედებზე 500-700 აღწევს. უმაღლესი წერტილის სიმაღლეა 678 მ (მთა [[ბურნარ-საცხვარო]]). აღმართულია აგრეთვე მთები: ბურნათი (498 მ), ტალახა (667 მ), საირაო (475 მ), სამება (522 მ). დამახასიათებელია ტექტონიკურ-ეროზიული რელიეფი. ქედის შუა მონაკვეთი საირაოს სერის სახელწოდებით არის ცნობილი. ქედის კალთები ციცაბოა, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ნაწილში. აგურიის სერი აგებულია ზედაცარცული კირქვებით, შუა და ზედაზედამიოცენისა მესამეულიდა ქვედაპლიოცენის ტერიგენული ნალექებით, ზედაპლიოცენის თიხებით, კონგლომერატებით, ქვიშაქვებით. დამახასიათებელია პატარა ანტლიკინები და სინკლინები, რომლებიც რელიეფში კარგად არის გამოხატული. სერის ჩრდილო კალთის გასწვრივ გაჭიმულია ვიწრო დაბალბორცვიანი მთისწინეთი.<ref>{{ქსე|6|123||არა}}</ref> გარღვეულია ორი გამკვეთი ხეობით.<ref name="Mar" /> დასავლეთით ასეთი ხეობა [[სუფსა|სუფსის]] გამომუშავებულია, ხოლო აღმოსავლეთით მდინარე [[ხევისწყალი|ხევისწყლის]]. გურიის ქედის სამხრეთით მასსა და [[მესხეთის ქედი]]ს ჩრდილო კალთებს შორის, მდებარეობს გურიის ტაფობი, რომელიც აგრეთვე შუა და ზედა მესამეული ნალექებითაა აგებული.<ref name="Mar">{{cite book |author=[[ლევან მარუაშვილი|მარუაშვილი ლ]]. |title=საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია |isbn= |publisher=ცოდნა |location=თბილისი, საქართველო|page=250-251 თბ. 1964}}</ref>
 
== იხილეთ აგრეთვე ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გურიის_ქედი“-დან