ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 24:
თანამედროვე ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა იქცა განივ სატრანსპორტო მაგისტრალად, რომელიც აკავშირებსს გრძივად გაშენებული ქალაქის მარცხენა და მარჯვენა მხარეებს. სამუშაოების მიმდინარეობის დროს აღმოჩნდა ქალაქის ერთ-ერთი კარის — დიღმის კარისა და სათოფურებით აღჭურვილი ძველი ციხის კედლის ფრაგმენტები. თბილისური სახლების რეკონსტრუქციისას შენარჩუნებულია ძველი იერი და ტრადიციული აივნები. ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩის მარჯვენა მხარესაა: ფეშენებული რესტორანი „მუხრანთუბანი“ (1981, არქიტექტორი შოთა ყავლაშვილი) ; მარიონეტების თეატრი (ახლანდელი თეატრ-სტუდია [[რევაზ გაბრიაძე|რევაზ გაბრიაძის]] ხელმძღვანელობით) ; სტილიზებული ჩარდახ-მოსაცდელი „კონკა“ ; [[ბავშვთა სურათების გალერეა|ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეა]], რომლის გვერდით ფასადზე, [[იოანე შავთელის ქუჩა|იოანე შავთელის ქუჩის]] მხარეა, ჩასმულია დიდი ბარელიეფი ქალაქურ თემაზე; [[ფიროსმანი]]ს ნახატის მიხედვით გამოძერწილი „მეეზოვე“ (მოქანდაკე [[ელგუჯა ამაშუკელი]]); სკულპტურული კომპოზიცია „[[ბერიკაობა]]“ (მოქანდაკე ა. მონასელიძე, არქიტექტორი გ. ჯაფარიძე), ქუჩაზე დგას [[იოანე პეტრიწი]]სა (მოქანდაკე დ. მიქატაძე, არქიტექტორი რ. ბერიძე) და შოთა ყავლაშვილის (მოქანდაკე თ. კიკალიშვილი, არქიტექტორი ი. ყავლაშვილი) ძეგლები.
 
ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩის მარცხენა მხარეზეა 6-სართულიანი (84-ბინიანი) საცხოვრებელი სახლი (№8-10), რომელშიც ჩანს კლასიკური ფორმებისა და ძველი ქართული ხუროთმოძღვრების მოტივების შერწყმის მცდელობა (XX საუკუნის 40-იანი წლები, არქიტექტორები [[სერგო დემჩინელი|ს. დემჩინელი]], ა. ქურდიანი, გ. ჯანდიერი).
 
==გლდანი==