ზედაზნის მონასტერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
→‎ისტორია: აქ ეწერა იოანეს მოწაფეები და უნდა ეწეროს იოანემ მოწაფეები
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ხაზი 59:
 
==ისტორია==
535 წელს სირიიდან [[იბერია]]ში ჩამოსული [[ასურელი მამები]]ს წინამძღვარმა [[იოანე ზედაზნელი|იოანემ]] მოილოცა მცხეთა და დასამკვიდრებლად შეეარჩია [[ზედაზენი|ზედაზნის მთა]], სადაც არსებობდა გაუქმებული წარმართული საკერპო ადგილი [[ზადენი]]სა. ამის შემდეგ ეწოდა იოანეს ზედაზნელი. აქედან იოანესიოანემ თავისი მოწაფეები სამოღვაწეოდ გაგზავნა ქართლისა და კახეთის სხვადასხვა კუთხეში, ხოლო თვითონ ერთ-ერთ მოწაფე თათასთან (თადეოსი) და ელია დაიკონთან ერთად დარჩა ზედაზენზე. იოანეს ტაძარი არ აუშენებია, მხოლოდ ერთი გამოქვაბული მოაწყო სამლოცველოდ და მცირე სადგომები ააგო. ღრმად მოხუცებული იოანე 573 წელს გარდაიცვალა. იოანე დაკრძალეს მისთვის საგანგებოდ აშენებულ [[ეგვტერი|ეგვტერი]], მისი დაკრძალვის შემდეგ კი დაიწყო ტაძრის მშენებლობა. VIII საუკუნის მესამე მეოთხედში კათალიკოსმა კლემენტოსმა აქ ააგო სამნავიანი ბაზილიკა და იოანეს ეგვტერი მასში ჩართო, როგორც ბაზილიკის ჩრდილოეთ ნავის შემადგენელი ნაწილი. შემდეგ მონასტერი გაშენდა და კეთილმოეწყო. წინამძღვარ გაბრიელის დროს, IX საუკუნის პირველ ნახევარში, აშენდა ბაზილიკის კარიბჭე, მიქაელის დროს - სადიაკვნე, მისაელის მიერ - „აკლდამასა თანა“ ეგვტერი, ზაქარიამ X საუკუნის ბოლოს „ეკლესია განადიდა“, სამოელმა „მარანი ქვითკირითა ქმნა“ და სხვ.
 
ზედაზნის ციხე და მონასტერი XI საუკუნემდე კახეთის სამეფოს მისადგომებს იცავდა. 1101 წელს დავით აღმაშენებელმა ზედაზნის ციხეში თავშეფარებული თურქ-სელჩუკთა და კახეთის მეფის კვირიკეს ლაშქარი საბოლოოდ გაანადგურა. მან კახთა მეფეს „წარუღო ციხე ზედაზენი“ და თავის თანამებრძოლს ნიანია ბაკურიანს გადასცა.