იოსებ გედევანიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 3:
 
==ბიოგრაფია==
დაიბადა [[1872]] წლის იანვარში, [[ტფილისი]]ს გუბერნიის დუშეთის მაზრის სოფელ [[მცხეთა]]ში. დაამთავრა ტფილისის კადეტთა კორპუსი და პავლოვსკის სამხედრო სასწავლებელი. შემდგომ სწავლობდა რუსეთის იმპერიის გენშტაბის აკადემიაში. [[1904]] წლიდან იყო საქართველოს სოციალ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიის წევრი. 1905-07 წლების რევოლუციაში მონაწილეობისთვის კაპიტნის წოდებით დათხოვნილ იქნა არმიიდან. ამის შემდეგ ეწეოდა აქტიურ პოლიტიკურ და რევოლუციურ საქმიანობას. 1917 წლის [[თებერვლის რევოლუცია|თებერვლის რევოლუციის]] შემდეგ იყო [[ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა|ამიერკავკასიის დფრ-სა]] და [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|საქართველოს დრ-ის]] არმიების შექმნის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. იყო [[საქართველოს ეროვნული საბჭო]]ს წევრი. 1918 წლის დასაწყისიდან იყო ფედერალისტთა ბათუმის პარტიზანული რაზმის მეთაური. მეთაურობდა [[ასპინძა|ასპინძის]] მიდამოებში თურქების წინააღმდეგ მოქმედ რაზმს. ბრძოლაში თავის გამოჩენისთვის მიიღო პოლკოვნიკობა. 1918 წლის ივლისსი მეთაურობდა ქართულ პარტიზანულ პოლკს [[დარიალის ხეობა]]ში. 1918 წლის აგვისტოდან დაინიშნა [[საქართველოს თავდაცვის სამინისტრო|საქართველოს სამხედრო სამინისტროს]] სარეთო განყოფილების უფროსად. 1919 წლის 12 მარტიდან არჩეული იყო დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიის სიით. 1919 წლის დასაწყისიდან იყო აფხაზეთის და შავი ზღვისპირეთის ქართული გარნიზონის სარდალი. 1920 წლის ბოლოდან ინიშნება [[ბორჩალოს მაზრა|ბორჩალოს მაზრის]] ქართული გარნიზონის სარდლად. 1920 წლის 4 დეკემბრიდან დაინიშნა სამხრეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთის ფრონტის სარდლად.
 
ბოლშევიკური ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში. 1924 წლიდან გახდა კომუნისტური პარტიის წევრი. 1926-1928 წლებში იყო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორი; [[1928]]-[[1929]] წლებში ამიერკავკასიის რადიოგადაცემათა რწმუნებული; [[1929]] წლიდან მუშაობდა საქართველოს ცენტრალურ არქივში; [[1910]] წლიდან მოღვაწეობდა სალიტერატურო სარბიელზე. იოსებ გედევანიშვილი გარდაიცვალა [[1939]] წლის 24 დეკემბერს, მცხეთაში. დაკრძალულია [[სვეტიცხოველი|სვეტიცხოვლის]] ეზოში.