ხოჭოები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
(ბოტი: Drawing-1.png შეიცვალა Coleoptera_collage.png-ით)
ხაზი 16:
 
== აღწერა ==
მათი სხეულის სიგრძე 0,3 მმ -15მმ–15 სმ აღწევს. აქვთ კარგად განვითარებული რთული თვალები (გამოქვაბულში მცხოვრებთ არ გააჩნიათ), წინწამოწეული ყბები, მღრღნელი ტიპის პირის ორგანოები, 10-11 - წევრიანი ულვაშები, საკმაოდ მტკიცე წინა [[ფრთები]], სიფრიფანა უკანა ფრთები, რომლებიც ზედა ფრთების ქვეშაა შეკეცილი და ფრენას ემსახურება. ისეთი ფორმები, რომელთაც უკანა ფრთები არა აქვთ, ვერ ფრენენ ([[ბზუალა ხოჭოები]]). ზედა ფრთები უმრავლეს შემთხვევაში მთლიანად ფარავს მუცელს, თუმცა ზოგიერთ ჯგუფში (სტაფილინები) დაუფარავი რჩება 2-5 სეგმენტი, ზოგჯერ კი ფრთები მთლიანად ატროფილებულია. წინა, შუა და უკანა მკერდზე თითო წყვილი ფეხია. ყველაზე კარგად წინა მკერდია განვითარებული, რომელიც ზევიდან წინა ზურგითაა დაფარული. ფეხები სხვადასხვა ტიპისაა: სასიარულო, სარბენი, სათხრელი (ფუნაგორიები) ან საცურავი (მოცურალები). მუცელი 9-ნაწევრიაბ ნაწევრიანია. მატლს აქვს 3 წყვილი მკერდის ფეხი, ზოგი ([[ცხვირგრძელასებრნი|ცხვირგრძელები]]) უფეხოა.
 
ხოჭოებს ახასიათებთ მკვეთრი, ლამაზი შეფერილობა, უფრო ხშირად მბრწყინავი ლურჯი ან მწვანე ელფერი დაკრავთ. თავდაცვის საშუალებად იყენებენ როგორც მფარველობით შეფერილობას, ისე სწრაფ სირბილეს, ხტომას, ფრენას, ტანატოზურ მდგომარეობას (გარინდება და მცენარეებიდან ვარდნა).
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ხოჭოები“-დან