ჯუმათის საეპისკოპოსო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 6:
XVII საუკუნის დასაწყისიდან 1639 წლამდე ჯუმათის ეპისკოპოსი იყო [[მალაქია II]], შემდგომში [[დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები|დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი]] და გურიის მთავარი. 1640 წელს ეპისკოპოსი გახდა ნიკოლოზ მანველიშვილი. 1658 წელს რამდენიმე თვით ჯუმათის ეპისკოპოსი კვლავ მალაქია II იყო, რომელიც შემოქმედლობასაც ითავსებდა, 1660 წელს ჯუმათის ეპისკოპოსად იხსენიება ვინმე სესიაშვილი. სესიაშვილი მონაწილეობდა [[ქაიხოსრო I გურიელი]]ს წინააღმდეგ მოწყობილ ლაშქრობაში, რომელიც [[ვამეყ III დადიანი|ვამეყ III დადიანმა]] მოაწყო. 1676 წლამდე ჯუმათელი ეპისკოპოსი იყო მაქსიმე მაჭუტაძე. 1676 წელს ის აღმოსავლეთ საქართველოში გადავიდა ძმასთან, [[ონოფრე გარეჯელი|ონოფრე მაჭუტაძესთან]] ერთად. ისინი თუთა გურიელის ამალაში იყვნენ, რომელიც [[ლევან ბატონიშვილი]]ს ცოლი გახდა. მაქსიმე [[ბოლნისის ეპარქია|ბოლნისის ეპისკოპოსი]] იყო 1688-1701 წლებში და ჯუმათელის ტიტულსაც ინარჩუნებდა. მაგრამ მისი ჯუმათლობა ფიქტიური იყო, ეპარქიას რეალური მღვდელმთავარი ესაჭიროებოდა. ეპისკოპოსად დაინიშნა მაქსიმე II შარვაშიძე, რომელსაც „დიდ ჯუმათელს“ უწოდებდნენ. ის ეპისკოპოსი იყო 1677-1685 წლებში. მაქსიმე და [[გიორგი III გურიელი]] გორში მყოფ კაპუცინელ მისიონრებს, მკურნალობისა და ქირურგიის მცდონე პატრებს სთოხვდნენ გურიაში ჩასვლას და ჰპირდებოდნენ მათ თეატინელების დანატოვას მამულებს, ეკლესიას, საქონელსა და ერთ სოფელს, სადაც 20 მოსახლე იყო.<ref>''მ. თამარაშვილი'', „ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის“ გვ. 166 — ტფილისი, 1902</ref>
 
შემდეგი ეპისკოპოსი იყო იოანე ბერიძე.იოანე ბერიძე ბერიძეების სათავადოდან დაინიშნა. XVIII საუკუნის დასაწყისში ჯუმათის ეპისკოპოსი იყო [[გაბრიელ ჭყონდიდელი|გაბრიელ ჩიქვანი]], რომელიც ამავდროულად ჭყონდიდელ-გაენათელიც იყო. ის [[ჭყონდიდის ეპარქია|ჭყონდიდის ეპისკოპოსი]] იყო 1701-1714 წლებში. სავარაუდოდ ჭყონდიდის კათედრასთან ერთად დაკარგა ჯუმათის კათედრაც. მომდევნო ეპისკოპოსი იყო [[ერკეთის ეკლესია|ერკეთის]] წინამძღვარი მაქსიმე III შარვაშიძე. ის XVIII საუკუნის 30-იან წლებამდე მოღვაწეობდა. მის შემდეგ მისივე ძმისწული [[ეფთვიმე გენათელი|ეფთვიმე]] გახდა ეპისკოპოსი. იგი 1736 წელს უკვე იყო ჯუმათელი ეპისკოპოსი და შემდგომ მიიღო გენათელობა. 1767 წელს ის მხოლოდ ჯუმათელ ეპისკოპოსად იხსენიება.
 
[[რუსეთ-ოსმალეთის ომი (1768-1774)|რუსეთ-ოსმალეთის ომმა]] 1768-74 წლებში გურიაზე ცუდი ზეგავლენა იქონია და გურიის საეპისკოპოსოები რამდენიმე წელი დაქვრივებული იყო. 1777 წელს ჯუმათის ეპისკოპოსად დაინიშნა სიმონ აბაშიძე, რომელიც 1778 წლამდე იყო მღვდელმთავარი. 1780 წლის 1 აგვისტოს ჯუმათის ეპისკოპოსად დაადგინეს ხინოწმინდელყოფილი იოანე. 1788-1794 წლებში ჯუმათის ეპისკოპოსი იყო იოსებ თაყაიშვილი. თაყაიშვილი ამავე დროს შემოქმედელის ტიტულსაც ატარებდა, რადგან 1788 წლიდან შემოქმედის ეპარქია პრაქტიკულად გაუქმებული იყო და გურიაში მხოლოდ ჯუმათის საეპისკოპოსი იყო დარჩენილი. იოსებ თაყაიშვილი 1788 წლის 3 მაისს ეპისკოპოსად განაწესა [[ვახტანგ III გურიელი|ვახტანგ გურიელმა]], რომელიც ამ დროს ჯერ კიდევ ბატონიშვილი იყო. მის შემდეგ ჯუმათელი ეპისკოპოსი იყო მაქსიმე IV ნიჟარაძე, რომელიც 1811 წლის 13 სექტემბრამდე იდგა კათედრას სათავეში. ამ დროს საეკლესიო მამულები საერო პირებმა დაისაკუთრეს. ჯუმათის კათედრის აღდგენის შემდეგაც გრძელდებოდა ყმა-მამულის მიტაცება. ამ ნიადაგზე ჯუმათელ მაქსიმე IV-ს კონფლიქტი ჰქონდა დავით გიორგის ძე გურიელთან და ვახტანგ III გურიელთან. მათ ძალით წაურთმევიათ საჯუმათლო მამულები, აზნაურნი და გლეხნი. როდესაც მიტაცებული დააბრუნეს, მაქსიმე უკვე გარდაცვლილი იყო. 1811-1827 წლებში ეპისკოპოსი იყო ნიკოლოზ II შერვაშიძე, ერისთავ ქაიხოსრო შერვაშიძის ძე. იყო რუსული ორიენტაციის და დიდი როლი შეასრულა [[მამია V გურიელი]]ს რუსული პოლიტიკისკენ გადახრაში. გურიის სამთავროს რუსეთის მიერ მიერთების შემდეგ მან შეხედულება შეიცვალა და 1827 წელს იყო იმ თავად-აზნაურთა სიაში, რომელიც მთავარმმართებელ [[ალექსი ერმოლოვი|ერმოლოვს]] სთხოვდა რუსული ორიენტაციის მქონე გურიის სამმართველო საბჭოს გაუქმებას.<ref>''ქ. ჩხატარაიშვილი'', „გურიის სამთავროს შეერთება რუსეთთან“ გვ. 40 — თბილისი, 1985 წ.</ref>