გომისმთა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
იარლიყები: ვიზუალური რედაქტირება რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ხაზი 70:
გომისმთას იყენებდნენ [[გურია|გურიისა]] და [[აჭარა|აჭარის]] მცხოვრები მწყემსები საქონლის საზაფხულო საძოვრად. საძოვრები ეკუთვნოდა შემოქმედის მონასტერს. აქ საქონელი აჰყავდათ ჭვანისწყლის ხეობიდან. ბაჟად იხდიდნენ ცხვარს, გადაზელილ ყველსა და პურს. ლეგენდის თანამხად მწყემსი თუმანოვი მიადგა გომისმთას განუკურნებელი სენით შეპყრობილ ქალიშვილთან ერთად, რომელიც იქ განიკურნა. ადგილს, სადაც მოგვიანებით გაჩნდა კურორტი გომისმთა, ეწოდებოდა ნაფაცხვარი. მის ირგვლივაა ადგილები ხარიათაღი, ცხემლის იაილა, შუა იაილა. 1902 წელს ნაფაცხვარში იდგა 20-მდე სახლი და სამი დუქანი. დამსვენებელთა რიცხვი 200-ს აღემატებოდა. ვინმე გიგინეიშვილს გაუმართავს უფასო წარმოდგენა და კონცერტი.
 
[[1931]] წელს [[ფილიპე მახარაძე]] ავიდა კურორტზე და დაათვალიერა იგი, ხოლო შემდგომ მისი დელეგაცია ცხენებით გადავიდა [[ბახმარო]]ზე. ბახმაროდან დელეგაციამ ექიმი სპეციალისტი წაიყვანა გომისმთაზე კურორტის თვისებების შესასწავლად. [[მეორე მსოფლიო ომი|მეორე მსოფლიო ომმა]] შეაფერხა გომისმთაზე ინფრასტრუქტურის განვითარება. კურორტის მშენებლობა ომის შემდგომ განახლდა. საავტომობილო გზა [[ოზურგეთი]]დან გომისმთამდე 1950-იანი წლების ბოლოს იქნა გაყვანილი. ამ დროს გომისმთაზე 500-მდე დასასვენებელი კოტეჯი იდგა და ყოველწლიურად საშუალოდ 4500-5000 დამსვენებელი სტუმრობდა. 1970 წლისთვის სახლების რაოდენობა 1000, დამსვენებლებისა კი 7-8 ათასი იყო. 1970-იან წლებში მოეწყო კლუბი, საექიმო პუნქტი და აფთიაქი. 1980-იან წლებში კი გომისმთაზე უკვე 1500 დასასვენებელი კოტეჯი იყო, მაგრამ არ იყო მოწყობილი წყალგაყვანილობა, ელექტროენერგია და სატრანსპორტო მომსახურება. 1991 წელს იყო ელექტროენერგიის გაყვანის მცდელობა. 2010 წლიდან დაწესდა დღესასწაული „გომისმთობა“.
 
[[2020]] წელს დასახლებას დაბის სტატუსი მიენიჭა<ref name="მაცნე" />.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გომისმთა“-დან