გურიის სამთავრო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 374:
 
== სოციალური წყობა ==
გურიელებს, სხვა ფეოდალებთან შედარებით, ყველაზე მეტი ყმა-გლეხი ჰყავდათ. მთავრის საარსებო წყაროს შეადგენდა ბეგარა-გადასახადები და ბაჟები. გურიელი იყო არა მხოლოდ ყმა-გლეხების, არამდეს სამთავროს სხვა თავადების ბატონიც. გურიის სამთავროს თავადები იყვნენ გუგუნავები, მაჭუტაძეები,ბერიძეები, ერისთავები, [[თავდგირიძეები]], [[ნაკაშიძეები]], შალიკაშვილები, მაქსიმენიშვილები. ძლიერი თავადები, რომლებიც საკუთარ ციხეებს ფლობდნენ, ცდილობდნენ გურიელისგან გათავისუფლებას, განსაკუთრებით კი რუსეთის იმპერიის მფარველობაში შესვლის შემდეგ ცდილობდნენ, აღარ დამორჩილებოდნენ გურიელს. ასეთები იყვნენ [[ნაკაშიძეები]], ერისთავები. მაქსიმენიშვილები, მაჭუტაძეები და ბერიძეები ემხრობოდნენ ერთიანი საქართველოს იდეას და ამ მიზნით იმერეთის სამეფოსთან ჰქონდათ ჰარმონიული ურთიერთობა. ურჩი ფეოდალების მიმხრობის მიზნით გურიელი მათ ხშირად ათავისუფლებდა გადასახადისგან. გადასახადისგან ასევე ხშირად თავისუფლდებოდნენ გურიელის ყმები, ღარიბი და მცირემიწიანი აზნაურები. აფხაზეთისა და სამეგრელოს მთავრებთან შედარებით გურიელი ეკონომიკურად სუსტი იყო. მისი ყმების რაოდენობა 5-6 ათას სულამდე აღწევდა. სამღვდელობა ცალკე ფენას არ წარმოადგენდა. სასულიერ თანამდებობაზე მყოფი ინარჩუნებდა საკუთარ წოდებას. ყველაზე დაბალი სოციალური ფენა იყო [[გლეხობა]]. გურიის სამთავროში 7 გლეხზე ერთი ბატონი მოდიოდა. კუთვნილების მიხედვით არსებობდნენ სამთავრო, სათავადო, სააზნაურო, საეკლესიო და გლეხთა გლეხები. შედარებით უფრო მსუბუქი იყო საეკლესიო გლეხების მდგომარეობა. მებატონეს არ შეეძლო ყმის მოკვლა, წამება, გადასახლება, ოჯახისგან მოწყვეტა. სხვა მხრივ გლეხი მებატონის საკუთრებას წარმოადგენდა, მას შეეძლო გლეხის გაყიდვა ოჯახით, გამზითვება, დაგირავება, გაჩუქება, შეეძლოთ 30 წლის განმავლობაში გაქცეული ყმა ეძებნათ. მებატონეები ასევე ახერხებდნენ ოჯახისგან მოწყვეტით გლეხების გაყიდვასაც. გლეხობა გარდა საბატონო ბეგარისა, იხდიდა საქვეყნო-სამთავრო და ოსმალეთის იმპერიისთვის განკუთვნილ გადასახადსაც („სალიანი“). ოსმალეთისთვის განკუთვნილი ხარკის სახით ერთი კომლი აბაზის შესაბამის ტილოს იხდიდა. სამთავროს რუსეთის მფარველობაში შესვლის შემდეგ რუსეთის ჯარების შენახვა გლეხებს დააწვა ტვირთად, რადგან იძულებულნი იყვნენ პროდუქტი საბაზროზე სამჯერ იაფად ჩაებარებინათ ჯარების გამოსაკვებად. გურიის სამთავროს ტერიტორიაზე სხვა კუთხეებთან შედარებით მეტად იყო გავრცელებული [[ტყვის სყიდვა]], რადგან გურია უშუალოდ ესაზღვრებოდა ოსმალეთს.<ref>მ. რეხვიაშვილი, იმერეთის სამეფო 1462-1810, თბ., 1989</ref>გურიის სამთავროსთვის დამახასიათებელი სპეციფიკური ნიშანი, რითაც ის განსხვავდებოდა საქართველოს სხვა სამეფო-სამთავროებისგან იყო ის, რომ აქ მებატონეთა ძალადობას ნაკლები გასაქანი ჰქონდა და გლეხობამ შეძლო შედარებით უპირატესი უფლებების შენარჩუნება.
 
===რელიგია===