დალას მავერიქსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
No edit summary
ხაზი 52:
ახალწვეული მცველი ერიკ სტრიქლანდი სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა მავერიქსისთვის თავისი 10.6 საშუალო ქულით. ის ფინლისთან და ბრედლისთან ერთად ითვლებოდა ახალი მავერიქსის ბირთვად. მუდმივმა ცვლილებებმა 1996-97 წლებში შეუძლებელი გახადა გუნდის შეთამაშება და კალათბურთელებს შორის ქიმიის ჩამოყალიბება, რაც შედეგზეც აისახა: მავერიკსმა სეზონი დაამთავრა 24 მოგებით და 58 წაგებით. თუმცა მათ აღმოაჩინეს რაღაც დეტალები, რაც მომდევნო წლებში დაეხმარებოდათ. 1997-98 წლებში, მიუხედავად ანტი რეკორდისა (20 მოგება, 62 წაგება), რთულ პერიოდში მყოფმა დალასმა მაინც პრობლემები შეუქმნა იმ პერიოდისთვის ბევრ ელიტარულ გუნდს, მათ დაამარცხეს სიეტლ სუპერსონიქსი, ნიუ იორკ ნიქსი, ინდიანა პეისერსი და ჩიკაგო ბულსი. ჩიკაგოს წინააღმდეგ დალასმა 17-2 გაქცევა მოაწყო და თამაში ოვერტაიმში გადაიყვანა, სადაც გაიმარჯვა კიდეც ანგარიშით 104-97. იმ სეზონის შუაში, ნელსონმა გაათავისუფლა კლიმონსი და საკუთარი თავი დაასახელა მავერიქსის მთავარ მწვრთნელად.
 
1998-99 წლების ლოკაუტმა, რომელიც ექვს თვეზე მეტხანს გრძელდებოდა, იძულებული გახადა, რომ რეგულარული სეზონი თითო გუნდისათვის 50 ჩატარებულ თამაშამდე შემცირებულიყო. მავერიკსმა სეზონი დაბალი შედეგით, 19 მოგებით და 31 წაგებით დაასრულა, თუმცა მაიკლ ფინლი და გარი ტენტი საკმაოდ სოლიდური შედეგით გამოირჩნენ და მათ თავიანთი გუნდი 1989-90 წლების შემდეგ პირველად მიიყვანეს საკუთარ მოედანზე მოგებულ თამაშთა რეკორდამდე (15-10). აღსანიშნავი იყო მძიმე ფორვარდის, დირკ ნოვიცკისა და გამთამაშებელ სტივ ნეშის შეძენა. ორი როგორც ჩანს ძალიან ეფექტურიეფექტიანი ნაბიჯი, რომელიც მომავალში შესანიშნავ შედეგს მოიტანს. მომდევნო სეზონში გუნდი როგორც იქნა იწყებს მოგებას შეთანხმებული მოქმედების ხარჯზე. ფინლის ლიდერობით, მავერიქსი 1989-90 სეზონის შემდეგ პირველად გამოიმუშავებს 40 მოგებას. ფინლის დიდი დახმარება გაუწია დირკ ნოვიცკიმ, რომელიც როგორც იქნა გამოჩნდა და დაამკვიდრა საკუთარი თავი, როგორც ძლევამოსილმა შემტევმა საფრთხემ მოწინააღმდეგეებისთვის.
[[2000]] წლის 14 იანვარს, „როს პეროტ გრუპმა“, მიყიდა დალას მავერიქსი ინტერნეტ მეწარმე და სეზონური ბილეთის მფლობელ მარკ კუბანს, 285 მილიონ დოლარად. კუბანმა დაუყოვნებლივ დააყენა გამოცოცხლების საკითხი, მავერიქსის პოპულარობა ქვეყნის მასშტაბით გაიზარდა. მისმა საკამათო გადაწყვეტილებებმა და გულწრფელობამ კუბანი სწრაფად აქცია გულშემატკვირების ფავორიტ პერსონად დალასში, გუნდს კი პრესაში დიდ ყურადღებას უთმობდნენ. (მარკმა დენის როდმანს შესთავაზა მის სახლში ეცხოვრა ერთი კვირის განმავლობაში, სანამ მასთან დროებით კონტრაქტს გააფორმებდა.) კუბანი მრავალი მილიონობით დოლარით დაჯარიმებულა NBA-ს წესების დარღვევისთვის.